
ჩვენთან: ბრალდებულია ორგზის პრემიერმინისტრი, პარტიის თავმჯდომარე, თავდაცვის ნამინისტრალი და ცენტრალური ფიგურა, დაკავებულია თავდაცვის მინისტრი და მისი მხლებლები ჯარისკაცის ჯანმრთელობაზე ფულის კეთების გამო, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე – მილიონების მითვისებაზე, მთავრობის სხვა წევრები-საბავშვო ბაღების არაშენებაზე, გლეხების და ფერმერების ფულის ჭამაზე; სუს-ის უფროსს ქოლ-ცენტრების საქმეზე დაიჭერენ, ინფრასრტუქტურის მინისტრს-ავტობანის ფულის ჭამაზე და პარტიის პასუხისმგებლობა არის ნული, მაშინაც კი, თუ ამჟამინდელი პრემიერი მაშინ პარტიის თავმჯდომარე ან პარლამენტის თავმჯდომარე იყო, პარტიის, რომლის საარჩევნო კამპანიები ამ კორუფციული ფულით ფინანსდებოდა და აი, ამ კორუმპირებულ ბავშვის და ჯარისკაცის ულუფის მჭამელებს ცხვირში გვატენიდა, ხოლო ვინც ამაზე ვსაუბრობდით, აგენტებს გვეძახდა და ისეთი სიძულვილი დათესა, ბავშვების, ქალების ქუჩაში ცემას ამართლებს გაბრიყვებული ხალხი.
ეს აროს განსხვავება “სუვერენიტეტდაკარგულ” ევროპასა და “სუვერენულ” საქართველოს შორის. სუვერენობა უნდათ თავისთვის.