“ღაზის ჩრდილოეთით სახმელეთო შეტევის “ინტენსიური ეტაპი” დასრულდა… მალე დასრულდება სამხრეთშიც” | გალანტი

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა, განაცხადა, რომ ღაზის ჩრდილოეთით სახმელეთო შეტევის “ინტენსიური ეტაპი” დასრულდა, ზოლის სამხრეთით ხან იუნის რაიონში კი მალე იგეგმება.
“ღაზის სექტორის ჩრდილოეთში საბრძოლო მენევრების ფაზა დასრულდა.. სექტორის სამხრეთში ეს ფაზა დასასრულს უახლოვდება”, – ამბობს გალანტი.
მისი თქმთ, IDF ჰამასის დარჩენილი ადგილების დადგენაზე და ტერორისტული ჯგუფების ლიდერები მოკვლაზე ან დაჭერაზე მუშაობს.
“ჩვენ ასევე გავწყვიტეთ გზები, რომლებიც მიდიან რაფაში, როგორც მიწის ზემოთ, ასევე ქვემოთაც”, – თქვა განალტმა.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ს თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.