პესკოვის განცხადებით, პუტინი, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში ჩრდილოეთ კორეას ეწვიოს

რუსეთის ფედერაციის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდეს.

პესკოვის თქმით, პუტინის ვიზიტის თარიღები დიპლომატიური არხებით შემდგომში იქნება შეთანხმებული.

„ვლადიმერ პუტინს მოქმედი მოწვევა აქვს ფხენიანისგან. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ეწვევა [ჩრდილოეთ კორეას] უახლოეს მომავალში. ვიზიტის დეტალები დიპლომატიური არხებით იქნება შეთანხმებული“, – აცხადებს პესკოვი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ტუღუში – საქართველო პრორუსულად განწყობილი არასდროს ყოფილა, ასეთი რამ არ მახსოვს, ეს ნონსენსია, მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა არის ის ჯოჯოხეთი, სადაც „ოცნება“ მიგვაქანებს – დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში ისე ვერ იგებენ, როგორც უნდოდათ