“ხალხო რა ჯანდაბა ხდება ეს! რა ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ?” – ნინი შერმადინი

მომღერალი, ნინი შერმადინი, გიგა ავალიანის მკვლელობას ეხმაურება და წერს:

ეს ბიჭი რომ მოკლეს, ჯერ ჩემით თავით დავიწყებ, რანაირად მომივიდა რომ არ დავპოსტე ან არ გავასაჯაროვე, მსგავსი იგნორირება რანაირად მომოვიდა ამ ფაქტის, ჯერ საკუთარ თავზე მეშლება ნერვები, ამ ბიჭის მკვლელების სათანადოდ დასჯა მოვითხოვეთ? მასწავლებლის რომელიც უმოწყალოდ მოკლეს არასრულწლოვნებმა? ხალხო რა ჯანდაბა ხდება ეს! რა ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ? სავსეა ციხე ახალგაზრდებით, ზოგი აქციაზე დგომის გამო, ზოგი დაუმორჩილებლობის გამო, ზოგი პროტესტის გამო, ზოგი გინების გამო… ეს ბიჭი ეჭვიანობის გამო, უმიზეზოდ მოუკლეს დედას და არავინ გავაპროტესტეთ… არავის მოგვხვდა გულზე? ამის მკვლელები დაისაჯნენ? დაიჭირეს? მე არ გამიგია და იქნებ გამაგებინოთ თუ სამართალი აღსრულდა და მე არ ვიცი.
ღმერთო შენ გვიშველე!

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს