ავთანდილ წულაძე – და ჩინეთი ს გარეშე ბიპოლარული სისტემის ჩამოყალიბების პროცესში არიან, რუსეთი პოლუსი კარგა ხანია აღარ არის, იგი მხოლოდ პროჩინურ ბანაკშია

აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის აზია-წყნარი ოკენის ქვეყნებში ვიზიტის, ასევე ტრამპსა და სი ძინ პინის შეხვედრის შედეგებზე, ასევე იმაზე, სავარაუდოდ, როგორ აისახება ეს ვიზიტი ს ომზე, და რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ეკონომიკური სანქციების გამო მოსკოვი იძულებული იქნება 2026 წელს დაასრულოს ომი ში „ინტერპრესნიუსი“, პოლიტიკის ანალიტიკოსს, ავთანდილ წულაძეს ესაუბრა.
– ბატონო ავთანდილ, დასრულდა -ს პრეზიდენტ ტრამპის ვიზიტი აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებში, რომლის შემდეგაც იგი სამხრეთ კორეის ქალაქ ჰუსანში შეხვდა სი ძინპინს.
მოდით ჯერ შევაფასოთ ტრამპის ვიზიტი აზია წყნარი ოკეანის ქვეყნებში და შემდეგ ვისაუბროთ ტრამპი- სი ძინპინის შეხვედრის შედეგებზე.
როგორც მოსალოდნელი იყო აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის ვიზიტი ვიზუალურად საინტერესოდაც კი გამოიყურებოდა და დარჩა შთაბეჭდილება, რომ ვაშინგტონისთვის სტრატეგიული თვალსაზრიზით შედეგიანი იყო.
თქვენ როგორ შეაფასებდით ტრამპის ვიზიტს ინდონეზიაში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში?
– პრეზიდენტი ტრამპი ვიზიტად იმყოფებოდა აზია-წყნარი ოკეანის იმ ქყვეყნებში, რომლებიც აშშ-ს მოკავშირეები არიან. ამ ვიზიტით იგი შეეცადა რეგიონში გადაედგა ისეთი ნაბიჯები, რომლითაც ჩინეთთან აშშ-ს დარღვეული ძალთა ბალანსი აღდგებოდა.
ტრამპს ეს ნაბიჯები მანამდე უნდა გადაედგა, ვიდრე ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინ პინს შეხვდებოდა. ამ ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში აშშ-მ ხელი მოაწერა ამავე ქვეყნებში იშვიათი და ფერადი ლითონების მოპოვების შესახებ ხელშეკრულებებს. ამ შეთანხმებას ხელი კი მოეწერა, მაგრამ საქმე ისაა, რომ რაოდენობრივად იმდენი მაინც არ გამოდის, რასაც ჩინეთი აწარმოებს. ეს სფერო დღევანდელ მსოფლიოში მთლიანად აქვს მონოპოლიზირებული ჩინეთს.
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთთან დარღვეული ძალთა ბალანსის აღსადგენად აშშ-მ საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები გადადგა. იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აშშ-იაპონიის წყალქვეშა ფლოტის შექმნის შესახებ. ამ პროცესში ჩაერთვება წყნარი ოკეანის ისეთი მნიშვნელოვანი ქვეყანა, როგორიცაა ავსტრალია
მაგრამ, ამ სფეროში აშშ-ს მხრიდან რეგიონში კონკრეტული ნაბიჯების გადაგმა იმის ნიშანი იყო, რომ სი ძინ პინთან შეხვედრამდე მასზე უნდოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა მოეხდინა. რეალურად აშშ-ს არ აქვს საშუალება იმაზე მეტი იშვიათი და ფერადი ლითონები მოიპოვოს და გადაამუშაოს, ვიდრე ამას ჩინეთი აკეთებს. მაგრამ, მან პეკინს აჩვენა, რომ აშშ ამ საკითხებზე მოკავშირეებთან ერთად მუშაობს.
აზიასა და წყნარი ოკენის ქვეყნებში ტრამპის ვიზიტის ფარგლებში გაირკვა, რომ ტრამპმა მხარი დაუჭირა იაპონიის მილიტარიზაციას, რაც ჩინეთისთვის ძალიან გამაღიზიანებელია. მეორე მსოფლიო ომში დამარცხებული იაპონია ვალდებული იყო მაქსიმალურად დემილიტარიზებული ქვეყანა ყოფილიყო. ახლა კი ვხედავთ, რომ იაპონიის სამხედრო ძალების გაძლიერებას მხარი აშშ-მ დაუჭირა.
გარდა ამისა, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთთან დარღვეული ძალთა ბალანსის აღსადგენად აშშ-მ საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები გადადგა. იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აშშ-იაპონიის წყალქვეშა ფლოტის შექმნის შესახებ. ამ პროცესში ჩაერთვება წყნარი ოკეანის ისეთი მნიშვნელოვანი ქვეყანა, როგორიცაა ავსტრალია.
მსოფლიოში არსებული ვითარების გამო ტრამპი იძულებული გახდა უარი ეთქვა არჩევნებამდე მის მიერვე დეკლარირებულ აშშ-ს იზოლაციონალისტურ პოლიტიკაზე და საერთაშორისო ასპარეზზე დაუბრუნებოდა აშშ-ს ტრადიციულ საგარეო პოლიტიკას.
მსოფლიოში არსებული ვითარების გამო ტრამპი იძულებული გახდა უარი ეთქვა არჩევნებამდე მის მიერვე დეკლარირებულ აშშ-ს იზოლაციონალისტურ პოლიტიკაზე და საერთაშორისო ასპარეზზე დაუბრუნებოდა აშშ-ს ტრადიციულ საგარეო პოლიტიკას
– პრეზიდენტ ტრამპის შეხვედრა პრეზიდენტ სი ძინ პინთან სამხრეთ კორეის ქალაქ ჰუსანში ერთი საათი და 40 წუთი გაგრძელდა.
ამ შეხვედრამდე ბევრი აცხადებდა რომ ტრამპი სი ძინ პინს საკმაოდ შესუსტებული პოზიციებით ხვდებოდა. ამის მიზეზი იყო ის, რომ ტრამპის მიერ ჩინეთითვის დაწესებულ საბაჟო ტარიფებზე პეკინს საკმაოდ მძაფრი რეაქცია ჰქონდა და მკაფიოდ ჩანდა რომ პეკინის ვაშინგტონთან სავაჭრო საკითხებში დათმობებზე წასვლას არ აპირებდა.
მეტიც, ცხადად გამოჩნდა, რომ ჩინეთს იშვიათ და ფერად მეტალებთან, ასევე ამერიკულ დოლართან დაკავშირებით ბევრი ისეთი ნაბიჯის გაკეთება შეეძლო რაც, როგორც მინიმუმ, ავნებდა ამერიკის ეკონომიკას და არაა გამორიცხული მისთვის რეპუტაციული ზიანიც კი მიეყენებინა.
აშკარად ბევრისმეტყველი იყო სი ძინ პინის საუბარი იმაზე რომ „ჩინეთის ეკონომიკა სტაბილურად იზრდება. 2025 წლის პირველ სამ კვარტალში ეკონომიკური ზრდა 5.2 პროცენტს მიაღწია, ხოლო საგარეო ვაჭრობა – 4 პროცენტით გაიზარდა. „ჩინეთის ეკონომიკა არის დიდი და მდგრადი ოკეანე, რომელიც მზადაა ყველა სირთულის გადასალახად.“
არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლდათ სი ძინ პინის განცხადება იმაზე რომ „ორივე მხარემ უნდა იფიქროს გრძელვადიან პერსპექტივაზე და არ დაექვემდებარონ ურთიერთშურისძიების მავნე ციკლს“.
რაზე მიუთითებს სი ძინ პინის ამგვარი განცხადებები და თქვენ როგორ შეაფასებდით ტრამპი-სი ძინ პინის შეხვერის შედეგებს?
– ამ შეხვედრის წინ მთავარი საკითხი იყო მოხდებოდა თუ არა აშშ-სა და ჩინეთს შორის დაწყებული ესკალაციის გაგრძელება. ამ მხრივ ტრამპი-სი-ის შეხვედრა წარმატებული იყო იმიტომ რომ ორივე მხარემ ჩათვალა რომ არ არიან დაინტერესებული დაწყებული სავაჭრო ომის გაგრძელებაში.
კონკრეტული შედეგი ისაა, რომ ჩინეთმა ისევ დაიწყო აშშ-გან ამერიკული სოიოს შესყიდვა. ეს პროცესი ჩინეთს შეჩერებული ჰქონდა და ამით ამერიკელი ფერმერები ზარალდებოდნენ. ჩინეთი აშშ-გან ისეთი დიდი რაოდენობით იძენდა სოიოს რომ საქმე ამერიკელი ფერმერების გაკონტრებამდეც კი იყო მისული.
ტრამპი სი ძინ პინის შეხვედრამდე მხარეებს შორის არსებული დაძაბულობა იმის გამო მოიხსნა, რომ ვაშინგტონიც და პეკინიც გართულობებს მოერიდნენ
იშვიათ და ფერედ ლითონებთან დაკავშირებით ერთი წლით მოლაპარაკება გადაიდო. აშშ გააგრძელებს ჩინეთისაგან მათ შეძენას, ხოლო ერთი წლის შემდეგ მხარეები ამ საკითხს დაუბრუნდებიან.
რაც შეხება ამერიკის მიერ ჩინეთისთვის დაწესებულ 57% ტარიფებს. ტრამპმა მის მიერვე ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფს დაუწია და ის 47% გახადა. ანუ, ამ მხრივ ტრამპი დათმობაზე წავიდა. მხარეები ასევე შეთანხმდნენ ფენტალინთან დაკავშირებით. ტრამპმა თქვა, რომ აშშ გააგრძელებს ჩინეთიდან აშშ-ში ფენტანილის არარეგალურად შეტანის წინააღმდეგ ბრძოლას.
ტრამპი სი ძინ პინის შეხვედრამდე მხარეებს შორის არსებული დაძაბულობა იმის გამო მოიხსნა, რომ ვაშინგტონიც და პეკინიც გართულობებს მოერიდნენ. მაგრამ, ეს დროებითი ზეპირი შეთანხმებებია. ამიტომაც არ გამართულა შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია. ამ საკითხებზე შეთანხმეებს ხელი მოგვიანებით მოეწერება, როცა ჯერ აპრილში ტრამპი ჩავა პეკინში ვიზიტად, ხოლო შემდეგ სი ძინ პინი ესტუმრება ვაშინგტონს.
ფაქტიურად, ჩინეთთან დამოკიდებულების საკითხებშიც ტრამპი დაუბრუნდა ბაიდენის პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც აშშ და ჩინეთი კონკურენტები არიან, და არა მტრები. სწორედ ამის გამო თქვა შემდეგ სი ძინ პინმა რომ აშშ და ჩინეთი არის ის ორი ქვეყანა, რომლებიც პასუხიმგებელი არიან მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე.
ჩინეთთან დამოკიდებულების საკითხებშიც ტრამპი დაუბრუნდა ბაიდენის პოლიტიკას. ტრამპმა თქვა რომ აშშ და ჩინეთი კონკურენტები არიან და არა მტრები. სწორედ ამის გამო თქვა შემდეგ სი ძინ პინმა რომ აშშ და ჩინეთი არის ის ორი ქვეყანა, რომლებიც პასუხიმგებელი არიან მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე
ეს კი იმას ნიშნავს, რომ აშშ და ჩინეთი რუსეთის გარეშე ბიპოლარული სისტემის ჩამოყალიბების პროცესში არიან. ეს საკმაოდ რთული პროცესია, ამიტომ ამ საკითხებზე მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება.
– არადა, სულ ცოტა ხნის წინ ბევრი ვარაუდობდა, რომ ბიპოლარული სისტემის ჩამოყალიბება აშშ-ს, ჩინეთსა და რუსეთს შორის მოხდებოდა…
– მსოფლიოს იყოფს აშშ და ჩინეთი. რუსეთი კარგა ხანია პოლუსი აღარ არის და იგი პროჩინურ ბანაკშია. სსრკ-ს დაშლამდე იყო პერიოდი, როდესაც ჩინეთი შედიოდა პროსაბჭოურ ბანაკში. ახლა რუსეთი შედის პროჩინურ ბანაკში.
ტრამპი და სი ძინ პინი ამ თემებზე მოლაპარაკებებს გააგრძელებენ და ამიტომაც იქნა დაგეგმილი ის ვიზიტები, რომელიც დაიგეგმა. ეს იქნება მათ შორის შეხვედრების სერია. ასეთი გლობალური საკითხები ერთი შეხვედრით არ წყდება და ეს იქნება გრძელვადიანი პროცესი.
– სი ძინ პინთან შეხვედრამდე ტრამპი იმედოვნებდა რომ ჩინეთი დაეხმარებოდა აშშ-ს უკრაინა-რუსეთის ომის დასრულებაში. სი ძინ პინი მას დაპირდებოდა რომ დაარწმუნებდა პუტინს დაეჩქარებინა უკრაინაში ომის დასრულება.
თქვენი დაკვირვებით, ტრამპი-სი ძინ პინის შეხვედრის შედეგები სავარაუდოდ, როგორ აისახება უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით ჩინეთის პოზიცია?
– უკრაინასთან დაკავშირებითაც სი ძინ პინის პოზიცია ისეთივეა, როგორიც მას ბაიდენთან შეხვედრების შემდეგ ჰქონდა.
სი ძინ პინი მაშინ ამბობდა, რომ ჩინეთი მომხრეა უკრაინა-რუსეთის ომი დასრულდეს, მაგრამ კონკრეტულად არც არაფერს აკეთებდა. ახლა, როგორც ამბობენ, ჩინეთი რუსეთს საკმაოდაც ეხმარება. უკრაინა-რუსეთის საკითხში ტრამპს სი-სთან კონკრეტული შედეგისთვის ამ მიუღწევია. ტრამპს ჩინეთთან რაც ეკონომიკაში აინტერესებდა, ნაწილობრივ გამოუვიდა.
ჩინეთი დაინტერესებულია უკრაინა-რუსეთის ომი მანამდე გაგრძელდეს, ვიდრე აშშ-ჩინეთის ურთიერთობები არ დალაგდება. პეკინი უკრაინა-რუსეთის ომს ვაშინგტონზე ზეწოლის ბერკეტად იყენებს.
ჩინეთი დაინტერესებულია უკრაინა-რუსეთის ომი მანამდე გაგრძელდეს, ვიდრე აშშ-ჩინეთის ურთიერთობები არ დალაგდება. პეკინი უკრაინა-რუსეთის ომს ვაშინგტონზე ზეწოლის ბერკეტად იყენებს
– აშშ- რუსეთი. მას შემდეგ, რაც ტრამპმა ვერ შეძლო მოლაპარაკებებით პუტინის დაყოლიება დაესრულებინა ომი უკრაინაში, დაიწყო რუსეთზე ეკონომიკურ ზეწოლაზე საუბარი.
მოსკოვის პასუხი ტრამპისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან პუტინმა გააგრძელა უკრაინის დამომბვა და თან აშშ-ში დმიტრიევი გააგზავნა, რომელსაც ამერიკა-რუსეთის მომავალ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე უნდა ეწარმოებინა მოლაპარაკებები. როგორც გაირკვა დმიტრიევს აშშ-ში ბევრი არც არავინ შეხვედრია…
– ვაშინგტონში ჩასულ დმიტრიევს მხოლოდ „რესპუბლიკელი“ რადიკალი სენატორი შეხვდა, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს სენატორი ქალბატონი აშშ-ს პოლიტიკურ წრეებში ავტორიტეტით არ სარგებლობს.
ამერიკაში ჩასულმა დმიტრიევმა კამფეტები ჩაიტანა. კამფეტები რუსულ ენაზე დაწერილი პუტინის გამონათქვამებით ქაღალდებში იყო გახვეული. მათ შორის იყო ასეთი გამონათქვამი – რუსეთს საზღვრები არ აქვს.
დმირტიევის მიერ აშშ-ში კანფეტების ჩატანის იდეა იმაზე მიუთითებს რომ პუტინი ცდილობდა ტრამპთან პირადი ურთიერთოების გაგრძელებას და მისთვის რაღაც პირადი შეთავაზების გაკეთებას. მაგრამ, საქმე ისაა, რომ პუტინის ეს ტაქტიკა უკვე არ მუშაობს. ტრამპს გლობალური ამოცანები აქვს გადასაწტვეტი.
დმიტრიევის მიერ აშშ-ში კანფეტების ჩატანის იდეა იმაზე მიუთითებს რომ პუტინი ცდილობდა ტრამპთან პირადი ურთიერთოების გაგრძელებას და მისთვის რაღაც პირადი შეთავაზების გაკეთებას. მაგრამ, საქმე ისაა, რომ პუტინის ეს ტაქტიკა უკვე არ მუშაობს. ტრამპს გლობალური ამოცანები აქვს გადასაწყვეტი
ტრამპისთვის უკვე მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ იგი ამბობდა რომ პუტინთან კარგი ურთიერთობა აქვს. ახლა ტრამპისთვის მთავარი გლობალური პოლიტიკური ურთიერთობები და არა ვინმესთან, თუნდაც პუტინთან პირადი ურთიერთობები.
– ტრამპსა და პუტინს შორის უნგრეთში დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლა სახელმწიფო მდივან რუბიოს ბრალდება.
ამის შემდეგ აშშ-მ რუსულ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ კომპანიებს „როსტნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. მიზეზად დასახელდა „რუსეთის მხრიდან უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართული სამშვიდობო პროცესისადმი სერიოზული ერთგულების არარსებობა.“
თავის მხრივ პუტინი შეეცადა აშშ და ევროპა ჯერ თავისი „ბურევესტნიკებით“ შეეშინებინა, ხოლო შემდეგ „პოსეიდონებითა“ და ბირთვული იარაღით, მაგრამ, როგორც ჩანს, უშედეგოდ…
– ტრამპისთვის ბუდაპეშტის სამიტი იმიტომ იყო საჭირო რომ თუ პუტინი დათანხმდებოდა ომის დასრულებას, ეს მისთვის სი ძინ პინთან შეხვედრის წინ იქნებოდა ერთ-ერთი არგუმენტი. იმის გამო რომ პუტინი არანაირ დათმობაზე არ მიდიოდა, ამ შეხვერასაც აზრი არ ჰქონდა.
პუტინის აშშ-ს დაშანტაჟების პოლიტიკამ არ იმუშავა და ეს არის ბაიდენსა და ტრამპს შორის განსხვავება. ბაიდენს ეშინოდა რუსული ბირთვული იარაღის მუქარის. ის ამბობდა – ჩემი დამსახურებაა რომ მესამე მსოფლიო ომი არ დაიწყოო.
ბაიდენი თვლდა რომ პუტინის მუქარა იყო რეალური. ტრამპი კი თვლის რომ ბირთვული იარაღით პუტინი თამაშობს და ცდილობს პარტნიორები დააშანტაჟოს. ტრამპი პუტინს შანტაჟს შანტაჟით პასუხობს.
პუტინის აშშ-ს დაშანტაჟების პოლიტიკამ არ იმუშავა და ეს არის ბაიდენსა და ტრამპს შორის განსხვავება…. ტრამპი თვლის რომ ბირთვული იარაღით პუტინი თამაშობს და ცდილობს პარტნიორები დააშანტაჟოს. ტრამპი პუტინს შანტაჟს შანტაჟით პასუხობს
– მიუხედავად ამისა, პუტინი განაგრძობს მტკიცებას, რომ რუსეთი კრემლზე ზეწოლით ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით არანაირ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
ფაქტიურად, პუტინი უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით ამბობს შემდეგს – „გინდათ მშვიდობა, მიიღეთ უკრაინაში მშვიდობის ომის პირობები“. ეს კი არა ომის გაჩერებას ფრონტის ხაზის გასწვრივ ნიშნავს, არამედ უკრაინის, როგორც სუვერენული ქვეყნის სრულად ოკუპაციას.
აშშ-ს უმძიმეს ეკონომიკურ სანქციებზე პუტინის პასუხიც უცნაურად გამოიყურება. სანამდე შეიძლება გაგრძელდეს პუტინის იმ ტიპის აქტიურობა, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს?
– საქმე ისაა, რომ პუტინი არ იყო მზად იმისთვის, რომ ტრამპი პოლიტიკას შეცვლიდა. როდესაც ტრამპმა უნგრეთში პუტინთან შეხვედრაზე უარი თქვა, ეს კრემლისთვის და პირადად პუტინისთვის მოულოდნელი იყო.
ფაქტია, რომ ტრამპმა რუსეთთან მიმართებაში ტაქტიკა შეცვალა. კრემლში კი ასეთ ვითარებაში მასთან ურთიერთობის სტრატეგია ჯერ არ აქვს შემუშავებული. ახალ ვითარებაში მიჰყვებიან ძველ სტრატეგიას. ჩანს რომ რუსეთის ხელმძღვანელობა დაბნეულია.
ტრამპმა რუსეთთან მიმართებაში ტაქტიკა შეცვალა. კრემლში კი ასეთ ვითარებაში მასთან ურთიერთობის სტრატეგია ჯერ არ აქვს შემუშავებული. ახალ ვითარებაში მიჰყვებიან ძველ სტრატეგიას. ჩანს რომ რუსეთის ხელმძღვანელობა დაბნეულია
ამერიკული საქნციები რუსეთისთვის ძალიან მტკივნეულია. „ლუკოილი“ და „როსტნეფტი“ რუსეთის ნავთობის ექსპორტის 50%-ს შეადგენს. მანამდე ბაიდენმა დაასანქცირა „სურგუტნეფტი“ და „გაზპრომნეფტი“, რომელიც რუსული ენერგომატარებლები ექსპორტის 20%-ს შეადგენდა. საერთო ჯამში გამოდის 70%. ეს არის ძალიან დიდი დარტყმა რუსულ ეკონომიკაზე. ამაზე მეტყველებს ბირჟებზე რუსული ინდექსების ვარდნა.
„ლუკოილი“ იძულებულია საზღვარგარეთის ქვეყნებში გაყიდოს მის მფლობელობაში არსებული ნავთობგასამართი სადგურები. ამ სანქციების რეალური შედეგი დადგება მომავალი წლის პირველ კვარტალში. რუსეთს აქვს დრო მოიფიქროს როგორ იმოქმედებს, მაგრამ, ვხედავთ, რომ მათ კარგი სვლის გაკეთების შესაძლებლობა აღარ აქვთ.
თუ მას დავამატებთ იმას, რომ ტრამპმა ალასკაში ნავთობისა და გაზის მოპოვების აკრძალვა გააუქმა და სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჩინეთი დათანხმდა აშშ-სგან ნავთობისა და გაზის შეძენას. ამის შემდეგ რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობის სურათი საკმაოზე მეტად ბუნდოვანი აღმოჩნდება.
ტრამპმა ალასკაში ნავთობისა და გაზის მოპოვების აკრძალვა გააუქმა და სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჩინეთი დათანხმდა აშშ-სგან ნავთობისა და გაზის შეძენას. ამის შემდეგ რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობის სურათი საკმაოზე მეტად ბუნდოვანი აღმოჩნდება
ტრამპი ცდილობს რუსული ნავთობისა და გაზის ჩინეთის ბაზრიდან განდევნას, როგორც ეს უკვე გააკეთა ევროპის ბაზარზე. ამერიკულმა თხევადმა ბუნებრივმა აირმა და ნავთობმა ევროპაში ნაწილობრივ ჩაანაცვლა რუსული. ახლა ტრამპი გეგმავს რუსეთის ჩინეთის ბაზრიდან განდევნას.
– როგორც ჩანს, სწორედ ამას უკავშირდება საგარეო საქმეთა მინისტრ ს განცხადება – „რუსეთი ევროპისა და ნატოს ქვეყნებზე თავდასხმას არ აპირებს“.
საქმე ისაა, რომ ლავროვის განცხადებებს არც ევროპაში და არც აშშ-ში სერიოზულად აღარ აღიქვამენ…
– ლავროვის ამგვარი განცხადებები კრემლის ძველი ტაქტიკის გაგრძელებაა. ლავროვი ცდილობს აშშ-სა და ევროპას შორის დაძაბულობის შექმნას.
ვთქვი და გავიმეორებ – ტრამპი საერთაშორისო ასპარეზზე დაუბრუნდა აშშ-ს ტრადიციულ საგარეო პოლიტიკას. ეს ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობასაც ეხება.
– ბევრი ვარაუდობს, რომ უკრაინა-რუსეთის ომი 2026 წელს დასრულდება. რა შეიძლება იყოს ასეთი ოპტიმისტური განცხადებების საფუძველი?
– ამის საფუძველია რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა. რუსეთს ახლა აქვს ბიუჯეტის დეფიციტი 6 ტრილიონი რუბლი, წლის ბოლომდე ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
ამას რომ დაემატება ნავთობის ექსპორტიდან შემოსავლების სერიოზული ვარდნა, და ეკონომიკას უკრაინაში ომის წარმოების საშუალება უკვე აღარ ექნება. ყოველ შემთხვევაში იმ დონეზე, როგორც ახლა აქვს.
– დღე არ გავა რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორია არ დაბობოს. სამწუხაროდ, უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლს მსხვერპლი ემატება. თქვენი აზრით ეს რაღაა?
– ამით ცდილობს პუტინი უკრაინის მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინოს. ფაქტია რომ რაკეტებით ქალაქების დაბომბვას აზრი არ აქვს. ფრონტზე ეს სიტუაციას არ ცვლის. ემსახურება ხალხის დაშინებას.
უკრაინის ტერიტორიას რუსეთი მეოთხე წელია ბომბავს და მოსახლეობა უკვე მიეჩვია და მზადაა კიდევ გაუძლოს ამგვარ ვითარებას.
– რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ შესაძლოა უკრაინა-რუსეთის ომი 2026 წელს დასრულდეს?
– თუ რუსეთის ეკონომიკურ მდგომარეობას გავითვალისწინებთ, დიდია იმის ალბათობა, რომ უკრაინა-რუსეთის ომი 2026 წელს დასრულდეს.
თუ მანამდე უკრაინისთვის ტომოგავკების მიწოდების საკითხი იყო აქტუალური, ახლა ცხადად ჩანს, რომ რუსეთზე სერიოზულმა ეკონომიკურმა სანქციებმა იმაზე მეტი პრობლემები შეუქმნა, ვიდრე უკრაინისთვის ტომოგავკების მიწოდებას ექნებოდა. მითუმეტეს რომ უკრაინისთვის მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ტომოგავკების მიწოდებაზე იყო საუბარი.
თუ რუსეთის ეკონომიკურ მდგომარეობას გავითვალისწინებთ, დიდია იმის ალბათობა, რომ უკრაინა-რუსეთის ომი 2026 წელს დასრულდეს
ახლა სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია. მოსკოვში დაბნეულები არიან, არ აქვთ პასუხი ტრამპის ახალ პოზიციაზე. უკრაინა-რუსეთის საკითხში და რუსეთთან მიმართებაში ტრამპის პოზიციის შეცვლა მოსკოვისთვისაც და მთელი მსოფლიოსთვის მოულოდნელი იყო.
არა მგონია რუსეთთან დამოკიდებულებაში ტრამპმა პოზიცია შეცვალოს. ამის მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ მას სხვა გზა უბრალოდ არ აქვს. გარდა ამისა, რუსეთზე ზეწოლა ტრამპისთვის ჩინეთზე ზეწოლის ბერკეტია. რადგანაც ჩინეთთან მოლაპარაკება გაგრძელდება, ამიტომ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ტრამპი ახლა რუსეთთანაც და ჩინეთთანაც ახალ თამაშს იწყებს.
რუსეთზე ზეწოლა ტრამპისთვის ჩინეთზე ზეწოლის ბერკეტია. რადგანაც ჩინეთთან მოლაპარაკება გაგრძელდება, ამიტომ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ტრამპი ახლა რუსეთთანაც და ჩინეთთანაც ახალ თამაშს იწყებს
ტრამპი ბუნებით მოთამაშეა. იგი მანამდე ცდილობდა რუსეთთან მეგობრობას და ამით ჩენეთზე ზემოქმედებას, ამით არაფერი გამოუვიდა. ახლა ტრამპმა თამაშის წესები შეცვალა.
აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესეტმა განაცხადა – თუ რუსეთი გააგრძლებს ომს უკრაინაში, აშშ-ს რუსეთის წინააღმდეგ კიდევ უფრო მძიმე ეკონომიკური სანქციების დაწესება შეუძლია.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი