როგორც აფხაზური გამოცემები წერენ,2025 წლის 30 ოქტომბერს ერთ-ერთ Telegram-არხში გამოქვეყნდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც გადაიღო აფხაზეთის ყოფილმა მოქალაქემ და მკვიდრმა, 2008 წელს დაბადებულმა ახრა ხასაიამ. მისი დედის თქმით, ამჟამად ის საფრანგეთში ცხოვრობს.
“ვიდეოში ხასაია განზრახ წვავს აფხაზეთის მოქალაქის პასპორტს და ახორციელებს ქმედებებს, რომლებიც მიმართულია რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის შეურაცხყოფისკენ. СГБ -ს თანამშრომლებმა პრევენციული საუბარი ჩაატარეს ახალგაზრდის დედასთან, მაყვალა ბჟალავასთან. მან დაგმო შვილის საქციელი და ღრმა სინანული გამოხატა მომხდარის გამო”, – წერენ აფხაზური გამოცემები ოფიციალურ სტრუქტურებზე დაყრდნობით.
ახრა ხასაიას წინააღმდეგ, ოფიციალური ცნობითვე, აღძრეს სისხლის სამართლის საქმე.
“მას ბრალად ედება ქმედებები, რომლებიც გათვალისწინებულია სსკ-ის 328-ე მუხლის პირველი ნაწილით – ოფიციალური დოკუმენტის განზრახ დაზიანება ან განადგურება, და 334-ე მუხლით – სახელმწიფო გერბის შეურაცხყოფა”.




