“პოლიტიკას შეეშვი და იმღერე, გვევასები”- თი არ ვიკერები” – მაია დარსმელიძე

მუსიკოსი, მომღერალი, მაია დარსმელიძე:

ჯერ იყო და თითქმის ყოველი მეორე ქოცი უნიჭოს მეძახდა.
მერე “ბილწსიტყვაობით” მათი ყურადღება მივიზიდე, დამსერჩეს და ეხლა ახალი ტენდენცია შეინიშნება: ყოველი მეოთხე მწერს, რომ “როგორც მუსიკოსს მაფასებს, მაგრამ…”
ეხლა სწორედ ამ “მაგრამებს” გიმიზნებთ და იქიდან 3 უნებლიე ქოცსაც თუ გაგაგებინეთ სიმართლე და “მოგაქციეთ”, ისიც საქმეა..
ჩემს იუთუბ არხზე იმ ტრეკს, რომელიც ძალიან მიყვარს – ორმოცდაათი ათასი (50 000) ნახვა აქვს და ტრეკს, რომელშიც სიმართლეს “ცუდი სიტყვებიც გავურიე” – ორას ოთხმოცი ათასი (280 000) ნახვა აქვს.
(ეს ნახვები და რეპორტების რა რაოდენობით მაფერხებენ გინდა იუთუბზე და გინდა ფბ-ზე, კიდე ცალკე თემაა.)
“პოლიტიკას შეეშვი და იმღერე, გვევასები” – თი არ ვიკერები.
არც ერთი მსმენელი არ მინდა, ვისთანაც იდეოლოგიური თანხვედრა არ მაკავშირებს. ეგ რომ მეკიდოს და სადაც “რადიკალს” მიწერთ, რომ როგორც მუსიკოსს მაფასებთ, წარმოიდგინეთ, ქოცი რომ ვყოფილიყავი, როგორ დამაფასებდით.
ასე რომ, შემეშვით, არავითარი აზრი არ აქვს ამ თქვენს ზე ზრდილობიან ნოტაციებს… არ “შევიცვლები”, სანამ თავად არ გადავწყვეტ და ნუ შემეცით, თუ შეიძლება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს