არქეოლოგებმა თურქეთში 1 200 წლის წინანდელი პური აღმოაჩინეს, რომელზეც იესო ქრისტეა გამოსახული. ხუთი დანახშირებული პურის ნიმუში ტოპრაქთეფეს არქეოლოგიურ ობიექტზე – ძველი ქალაქ ეირენოპოლისის ტერიტორიაზე იპოვეს.
ეირენოპოლისი, რომელიც ისავრიის ისტორიულ რეგიონში მდებარეობს, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ბიზანტიური ქალაქი იყო, სადაც ბერძნული ენა დომინირებდა. ფოტოებზე ჩანს გაშავებული პური, რომელზეც იესოს სუსტად გამოკვეთილი გამოსახულებაა დატანილი წარწერით “კურთხეული იესოს მადლით” | ინფორმაციას Fox News ავრცელებს
 
				 
								
 
								


