უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, გენერალი ოლექსანდრ სირსკის თქმით, უკრაინის სახმელეთო ჯარები პირველ რიგში ორიენტირებულნი არიან თავდაცვაზე. ამის შესახებ სირსკიმ Reuters-თან ინტერვიუში ისაუბრა.
“ჩვენი მიზნები უცვლელი რჩება: პოზიციების შენარჩუნება და მტრის დაღლა მაქსიმალური დანაკარგების მიყენებით”. – თქვა სირსკიმ.
ამასთან, უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა აღნიშნა, რომ დანაკარგების მიუხედავად, რუსეთის მიზანია დონბასის რეგიონზე სრული კონტროლის მოპოვება.
გარდა ამისა, სირსკის თქმით, რუსეთს იმედი აქვს, რომ დაიბრუნებს იმას, რაც დაკარგა სამხრეთ ხერსონისა და ზაპორიჟიეს რეგიონებში. უკრაინული ჯარები კი მცირე კონტრშეტევებს იწყებენ, რასაც გენერალი “აქტიურ თავდაცვას” უწოდებს.
ამავდროულად სირკის შეფასებით, ბრძოლა ორივე მხარეს უფრო მცირე მასშტაბით მიმდინარეობს საბრძოლო მასალისა და ხალხის შესანარჩუნებლად, რაც იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთმა ისწავლა რეაგირება და დანაკარგების თავიდან აცილება.
