საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დელეგაციას უმასპინძლა
საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დელეგაცია. დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-მაიორ აშოტ ზაქარიანსა და სომხეთის დელაგაციის წევრებს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, გენერალ-მაიორმა შალვა შენგელიამ უმასპინძლა. მხარეებმა გაცნობით შეხვედრაზე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ სტუმრებს სამხედრო პოლიციის სტრუქტურა, მიზნები და ამოცანები გააცნო.
სტუმრები დაესწრნენ საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის პირადი შემადგენლობის საჩვენებელ სწავლებას, რომელიც ვაზიანში გაიმართა. წვრთნები მოიცავდა ჩხრეკისა და კორდონის, პატრულირების, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პირის დაცვის ოპერაციებსა და სხვა კომპონენტებს.
საქართველოში სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დელეგაციის ვიზიტი მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად.

ასევე დაგაინტერესებთ

ფულის სიყვარულმა ოდესღაც წამყვანი მედიები იმდენად დააკნინა, რომ შეუძლიათ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი „კამიტის“ ადგილად საქართველო გამოაცხადონ, ხოლო აშშ-ის დაზვერვის დირექტორის პოზიცია დამახინჯებულად წარმოაჩინონ

როდესაც გავლენიანი გლობალური მედიასაშუალება ავრცელებს განცხადებას, რომელიც რეალურად არ უთქვამს მაღალი რანგის ოფიციალურ პირს, საქმე გვაქვს არა საზოგადოების ინფორმირების, არამედ დამკვეთის ნარატივის გავრცელების მცდელობასთან

ჩვენთვის ამოსავალ წერტილად რჩება რეგიონული და გლობალური მშვიდობის განმტკიცება და თანასწორობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებული ღია დიალოგი