ბლოგერი, ლევან ყურაშვილი:
მხოლოდ ივანიშვილისა და ქოცების არგუმენტებით რომ ვიმსჯელოთ, ჩვენი შეფასებების გარეშე:
სამი პრეზიდენტიდან ორი მოღალატე აღმოჩნდა. მესამეს ჯერ ყველაფერი წინ აქვს.
პირველი პრემიერი (ივანიშვილის შემდეგ) გაუშვეს იმის გამო, რომ მისი ნათესაობა ფულს აკეთებდა.
მეორე პრემიერი გაუშვეს იმის გამო, რომ თურმე რაღაცებს ხლართავდა ხაზარაძესთან ერთად (ოფიციალური მიზეზი: გაეროს დასკვნა, რომ სიღარიბე ვერ შეამცირა და არასწორი საკადრო პოლიტიკა ჰქონდა).
მესამე პრემიერის არც მოსვლა გაგვიგია და არც წასვლა. ერთი ის ვიცით, რომ ხონისა და დალასის საპატიო მოქალაქეა.
მეოთხე პრემიერზე ამბობენ, რომ მათ კი არ უნდოდათ, უცხოეთიდან დარეკილზე დანიშნეს. საკუთარი ქვეყნის პრემიერად ვიღაცის ზარზე დანიშნეს ტიპი. მერე ადგა და იმავე უცხოელების დიქტატით ქვეყანას უღალატა ამ უცხოეთიდან დანიშნულმა კაცმა.
მეოთხეს ღალატის შემდეგ მოაბრუნეს პირველი, რომელიც ნათესავების კორუფციის გამო გაუშვეს და ჰოი საოცრებავ, ისევ ფულის მოპარვა დაიწყო თურმე!
არამარტო მან, თითქმის მთელი მისი მინისტრთა კაბინეტი ბიუჯეტის ფულს ჭამდა, როგორც აღმოჩნდა (ვინ იფიქრებდა?!).
სუს-ის უფროსიც ჩვეულებრივი ბიუჯეტის ქურდი აღმოჩნდა, იმის მაგივრად, ქვეყნის უსაფრთხოება დაეცვა.
ჰოდა, მე რა ვერ გავიგე: ჩვენ რატომ არ გვინდა ქოცები, ეს გასაგებია.
აი, გულწრფელი ქოცები ხომ დარჩით, ვინც პირდაპირ ამათ ბიუჯეტზე არ ხართ მიბმულნი, თქვენ რატომ გინდათ ამათი კიდევ ხელისუფლებაში ყოფნა?
13 წელია, არასწორ საკადრო პოლიტიკას რომ მიაქვს ქვეყანა, ხან უცხოეთიდან გინიშნავენ მმართველებს და ხან ორჯერ კორუფციონერებს ნიშნავს ივანიშვილი.
13 წელია ბიუჯეტიდან თქვენი ფულის თქვლეფა რომ არ შეუწყვეტიათ (რო რამე, ჩემი სიტყვები კი არაა, თქვენი პროკურატურა ამბობს მაგას), მაზოხისტები ხართ, თუ რად გინდათ ესენი კიდევ მინიმუმ 3 წელი ხელისუფლებაში?!
თავმოყვარეობა არ გაქვთ?!
იწუწუნეთ მაინც!
 
				 
								
 
								


