„ჰამასმა“ ისრაელს კიდევ ორი მძევლის ცხედარი გადასცა

დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელს 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებული ორი მძევლის ცხედარი გადასცა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები („ცაჰალი“) ავრცელებს.
ცხედრები, „წითელი ჯვრის“ მეშვეობით, ისრაელში გადაასვენეს. ისინი პროზექტურაში მოათავსეს. ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ცხედრები ამირამ კუპერსა და სარა ბარუჩს ეკუთვნის.
როგორც „ცაჰალის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გარდაცვლილების ოჯახის წევრებს უკვე დაუკავშირდნენ და ექსპერტიზის შედეგები აცნობეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „ჰამასს“ ისრაელისთვის კიდევ 11 მძევალი რჩება დასაბრუნებელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი – სამშაბათს ვაშინგტონში ტრამპს შევხვდები – მჭიდრო კონტაქტზე ვარ პარტნიორებთან ევროპაში, ისრაელსა და რეგიონში, ახლა არა თითის გაშვერის, არამედ ერთიანობისა და ერთობლივი მოქმედების დროა