რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – ბრიანსკის ოლქისა და შავი ზღვის თავზე 5 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ბრიანსკის ოლქის თავზე ორი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, შავი ზღვის თავზე კი – სამი, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების მტკიცებით, კიევმა კიდევ ერთხელ სცადა ს ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელება უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით.
„საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს და კიდევ სამი დრონი, ს რესპუბლიკის სანაპიროსთან ახლოს, შავ ზღვაზე ჩამოაგდეს“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.