ჯეი დი ვენსის განცხადებით, -ის ბირთვული არსენალის ტესტირება მისი სათანადო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად არის საჭირო

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება ბირთვული ტესტირების პოტენციურად განახლების შესახებ დაკავშირებულია -ის ბირთვული არსენალის ფუნქციონირების შენარჩუნების აუცილებლობასთან.
ვენსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპის განცხადება „თავისთავად მეტყველებს“ და დასძინა, რომ აშშ-ს, რუსეთს და ჩინეთს „დიდი ბირთვული არსენალი“ აქვთ.
“ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია იმაში დარწმუნება რომ ჩვენს ხელთ არსებული ბირთვული არსენალი რეალურად სწორად ფუნქციონირებს და ეს ტესტირების რეჟიმის ნაწილია“,- აღნიშნა ვენსმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონი თანამშრომლობს სხვა ქვეყნებთან, „მათთანაც კი, ვისთანაც საუკეთესო ურთიერთობები არ გვაქვს“, ბირთვული იარაღის გავრცელების შეზღუდვის მიზნით.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს