Merck-მა მესამე კვარტალში შემოსავალი 4%-ით გაზარდა

Merck-მა მესამე კვარტალში შემოსავალი 4%-ით გაზარდა
ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Merck & Co.-მ 2025 წლის მესამე კვარტალში მნიშვნელოვნად გაზარდა წმინდა მოგება და შემოსავალი, ამასთან, კორექტირებულმა მოგებამ და შემოსავალმა ბაზრის პროგნოზებს გადააჭარბა.
ივლის-სექტემბერში კომპანიის წმინდა მოგებამ 5.79 მილიარდი დოლარი, ანუ 2.32 დოლარი აქციაზე შეადგინა, ერთი წლით ადრე კი ეს მაჩვენებელი 3.16 მილიარდ აშშ დოლარს, ანუ 1.24 აშშ დოლარს შეადგენდა.
კორექტირებული შემოსავალი აქციაზე 1.57 დოლარიდან 2.58 დოლარამდე გაიზარდა.
შემოსავალი 4%-ით გაიზარდა და 17.28 მილიარდ დოლარს მიაღწია.
FactSet-ის მიერ გამოკითხულმა ანალიტიკოსებმა, საშუალოდ, კომპანიის კორექტირებული მოგება 2.35 აშშ დოლარად შეაფასეს 16.97 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალზე.
ვრცლად interfax – ზე