– რუსეთმა კომბინირებული იერიშისას 650-ზე მეტი დრონი და 50-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა

რუსეთმა კომბინირებული იერიშისას 650-ზე მეტი დრონი და 50-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
„რუსეთის თავდასხმის შემდეგ ჩვენს ბევრ ოლქში სამაშველო სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ეს კომპლექსური, კომბინირებული იერიში იყო, რა დროსაც მტერმა 650-ზე მეტი დრონი და 50-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა. ბევრი მათგანის ჩამოგდება მოხერხდა, თუმცა დარტყმებიც იყო“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების მიზნით ახალი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
ადამიანების სიცოცხლის წინააღმდეგ თავის ტერორისტულ ომს აგრძელებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიან მოსახლეობაზე ყველა მსგავსი თავდასხმა რუსეთს უკან კონკრეტული შედეგებით დაუბრუნდეს – სანქციებითა და რეალური ზეწოლით“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – არ ვფიქრობ, რომ „ოპოზიციის ალიანსში“ განხეთქილებაა, ბევრი განსხვავებული აზრია და მიდის კამათი, რამე საოცრება ხდება? ყველას ძალიან მოსწონს ერთმანეთი – არსად გასვლას და გაბუტვას არ ვაპირებთ