„ტოიოტა ცენტრი თბილისმა“ კრიპტოვალუტით გადახდების მიღება დაიწყო

CityPay.io და Toyota ცენტრი თბილისი დაპარტნიორდნენ, რაც ნიშნავს, რომ Toyota ცენტრი თბილისი მზადაა უზრუნველყოს ეფექტური და უსაფრთხო გადახდები კრიპტოვალუტის მეშვეობით პირველად საქართველოს საავტომობილო ინდუსტრიაში.
1 იანვრიდან კრიპტო გადახდით სარგებლობა მომხმარებლებს “ტოიოტა ცენტრი თბილისი”-ს ფილიალში, მისამართზე – დავით აღმაშენებლის გამზირი, N116 შეუძლიათ. Ამ თანამშრომლობის შედეგად მომხმარებლებს საქართველოში პირველად ექნებათ შესაძლებლობა შეიძინონ ავტომობილი სტაბილური კრიპტოვალუტით – USDt, Bitcoin-ი და სხვა.
CityPay.io მოხარულია Toyota ცენტრ თბილისთან პარტნიორობით, ეს თანამშრომლობა ნიშნავს საავტომობილო სფეროში მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს ციფრული ინოვაციების განვითარების გზით. Ეს კი თავის მხრივ მრავალფეროვანი გადახდების დანერგვის, მეტი კომფორტის შექმნისა და ახალი სეგმენტის მომსახურების შესაძლებლობაა.
CityPay.io-ს ინტეგრაცია შესაძლებელს ხდის წამიერად განხორციელდეს კრიპტოვალუტით ტრანზაქციები, ამავდროულად მომხამრებელს სთავაზობს მოსახერხებელ ინტერფეისს, უსაფრთხო გადარიცხვებსა და მომენტალურ დასტურს ტრანზაქციებზე.