საქართველოს მაღალი დონის დელეგაცია ჩინეთში იმყოფება – რა ორმხრივი ინტერესი აქვთ ქვეყნებს და რა შედეგებს ელის ქართული დელეგაცია ვიზიტისგან

ბოლო 6 თვეში უკვე მეორედ, საქართველოს მაღალი დონის დელეგაცია ჩინეთში ჩავიდა.
დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ევროკავშირისა და აზიის ბაზრების ურთიერთობაში, შუა დერეფანს, როგორც ყველაზე მოკლე მარშრუტს, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრებს პეკინსა და შანხაიში მართვას. დელეგაციას “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ხელმძღვანელობს.
მთავარი შუა დერეფანია, თუმცა საუბარი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე და უსაფრთხოების გამოწვევებზეც მიდის. ეს ეხება როგორც შავი ზღვის რეგიონს, ისე ახლო აღმოსავლეთს.
მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხიც.
პეკინში მყოფმა ქართულმა დელეგაციამ, კვლავაც მიიღო ურყევი პირობა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ჩინეთის მხრიდან მუდმივად მხარდაჭერილი იქნება.
მმართველი გუნდის დელეგაცია ჩინეთში 20 იანვრამდე დარჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში