ევროკავშირში არიან ძალები, ჯერჯერობით მცირე, მაგრამ იქაც იცვლება სიტუაცია, რომელთაც ზუსტად იგივე ღირებულებები აქვთ, რაც ჩვენს ხელისუფლებას და საზოგადოების უმრავლესობას

ევროკავშირში არიან ძალები, ჯერჯერობით მცირე, მაგრამ იქაც იცვლება სიტუაცია, რომელთაც ზუსტად იგივე ღირებულებები აქვთ, რაც ჩვენს ხელისუფლებას და საზოგადოების უმრავლესობას
„ვინ აზიანებს იმ ევროპულ ღირებულებას რისკენაც იყო ჩვენი წინაპრების, ჩვენი საზოგადო მოღვაწეების, ლიდერების სწორება, რომ ამ [ევროკავშირის] სივრცის ნაწილი გავმხდარიყავით“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ ისაუბრა.
ს განცხადებით, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს სწორედ გერმანიის ელჩის და სხვების ქმედებები აზიანებს.
„საქციელი მაგალითად, რასაც გერმანიის ელჩი ახორციელებდა, პირდაპირ წერია შავით თეთრზე, ვენის კონვენციის 41-ე მუხლია, რა ევალება ელჩს, როცა ის სხვა ქვეყანაშია. პირდაპირ არის გაწერილი და ამის საწინააღმდეგოდ აკეთებს ეს ადამიანი ყველაფერს და არამარტო ეს ელჩი. როცა მათ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა პირდაპირ ეკრძალებათ, ის თავს მეტის უფლებას აძლევს. ეს ეწინააღმდეგება იმ პროცეს, რომლისკენაც ჩვენ საუკუნეებია და წლებია ვისწრაფვით, ვინ აზიანებს ამ შემთხვევაში, აზიანებენ ეს ადამიანები“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირში არიან ძალები, თუმცა ჯერჯერობით მცირე, რომელთაც იგივე ღირებულებები აქვთ, რაც საქართველოს ხელისუფლებას და საზოგადოების უმრავლესობას.
„ევროკავშირში არიან ძალები ჯერჯერობით მცირე, მაგრამ იქაც იცვლება სიტუაცია, რომელთაც ზუსტად იგივე ღირებულებები აქვთ რაც ჩვენ, ამ შემთხვევაში დღევანდელ ჩვენს ხელისუფლებას და საზოგადოების უმრავლესობას.
ჩვენ გვყავს პარტნიორები მაგალითად ამ საკითხში შეგვიძლია დავასახელოთ უნგრეთი, , ახლა უკვე ჩეხეთშიც გაიმარჯვა ამ იდეოლოგიის, ამ ღირებულებების მქონე პარტიამ და ძალებმა. ევროპა არ არის დღეს შექმნილი, მრავალფეროვნება, სამართალი, ადამიანის უფლებები სწორედ იქ განხორციელდა, იმიტომ იყო ჩვენი სურვილი, რომ ამ სივრცის ნაწილი გავხდეთ, რომ ეს ყველაფერი არ უნდა დაირღვეს, ჩვენ იმედს გამოვთქვამთ რომ ეს პროცესი შეიცვლება. მზად ვართ დიალოგისთვის, პარტნიორობისთვის, მსჯელობისთვის ნებისმიერ საკითხზე მუდმივად ხაზს ვუსვამ, მაგრამ მათი ქმედება, მათი ეს დამოკიდებულება შეურაცხმყოფელიც არის. შეურაცხყოფას აყენებენ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას. პარადოქსია, რომ თითქოს ქართველ ხალხზე აქვთ აქცენტი, ს დროს რომ აკეთებდნენ, არღვევდნენ ამ კონვენციას და პირდაპირი მნიშვნელობით ერეოდნენ არჩევნებში, ქართველ ხალხზე ჰქონდათ თითქოს აქცენტი და ეს ხალხი, უმრავლესობა არის ამ ხელისუფლების მხარდამჭერი და ამ ხალხს რატომ აყენებ შეურაცხყოფას, რატომ თვლი, რომ ეს ადამიანები ვერ აზროვნებენ, გონიერები არ არიან და ვერ ხედავენ რაში არის საქმე და რაში არის ჩარევა“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვერცერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ მსგავს ქმედებას, სადაც ცენტრალურ გამზირს ამ რაოდენობის ადამიანები ყოველდღიურ რეჟიმში კეტავდნენ და მასზე არ იყოს რეაგირება -გაცილებით მკაცრი კანონებიც არის

როგორც კი თვალს დახუჭავ უსამართლობაზე, მაშინვე ბოლომდე გადაუვლიან შენს ეროვნულ ინტერესებს, აქ კომპრომისი არ იქნება – 2008 წლის ომამდე მიგვიყვანა ამ მოღალატეობრივმა ძალამ და როცა ვიღაც გადაფარებულია ამ პოლიტიკურ ძალაზე, როგორ შეიძლება, ასეთი ტიპის მფარველობას ანგარიში გავუწიოთ

მცირე პარტიებთან მიმართებაში გავითვალისწინეთ საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკა, რომელიც გვეუბნება, რომ თუ პარტია პოლიტიკურ პროცესზე არსებითი გავლენით არ სარგებლობს, ის ვერ იქნება საფრთხე კონსტიტუციური წესწყობილებისათვის