ფინეთი რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების ტრანზაქციებს აუკრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის თავდაცვის მინისტრი, ანტი ჰაკანენი ავრცელებს და წერს, რომ ქვეყანამ, რუსული ფესვების მქონე უძრავი ქონების მფლობელებისთვის რეგულაციების გამკაცრება ზაფხულში დაიწყო.
მოგვიანებით კი ხელისუფლებამ უძრავი ქონების რუსი მფლობელებისთვის ქვეყანაში შესვლის შესახებ შეზღუდვები გაამკაცრა, სექტემბერში კი რუსეთში რეგისტრირებულ მანქანებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
