რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ინდოეთის პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდის ტელეფონით ესაუბრა, სადაც “უკრაინაში არსებული სიტუაცია განიხილეს”.
პუტინთან საუბრის შესახებ ინდოეთის პრემიერმა თქვა, რომ პუტინთან სამომავლო ინიციატივების სამოქმედო გეგმას შედგენაზე შეთანხმდნენ.
“პრეზიდენტ პუტინთან კარგი საუბარი მქონდა. ჩვენი განსაკუთრებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში სხვადასხვა პოზიტიური მოვლენები განვიხილეთ და შევთანხმდით, რომ სამომავლო ინიციატივების სამოქმედო გეგმას შევადგენთ. ასევე, ჩვენ სხვადასხვა რეგიონული და გლობალური საკითხების შესახებ გავცვალეთ აზრები, მათ შორის რუსეთის მიერ BRICS-ის თავმჯდომარეობის შესახებ“, – წერს Twitter-ზე ინდოეთის პრემიერმინისტრი.
პუტინმა და მოდიმ, ინდოეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში და რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, ერთმანეთს წარმატებები უსურვეს.