ამჟამინდელ მმართველ გუნდს უსინდისოდ აბრალებენ იმას, რაშიც თავად იყვნენ გაწაფულნი – ნაცრეჟიმისას, ნინო დათაშვილი თავს რომ დასხმოდა ოფიცერს, გირაოს კი არა, წამების “კარანტინებში” გაატარებდნენ

ამჟამინდელ მმართველ გუნდს უსინდისოდ აბრალებენ იმას, რაშიც თავად იყვნენ გაწაფულნი – ნაცრეჟიმისას, ნინო დათაშვილი თავს რომ დასხმოდა ოფიცერს, გირაოს კი არა, წამების “კარანტინებში” გაატარებდნენ
ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ბრალდებულ ნინო დათაშვილზე პროკურატურამ იშუამდგომლა, რომ გირაო შეფარდებოდა, დაკმაყოფილებულია, ნაცჯალათების უსისხლო სისტემა რეპრესიებზე იყო კონცენტრირებული – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
მისივე შეფასებით, მართლმსაჯულებაში, პენიტენციურში და სამართალდამცავ სტრუქტურებში ჰუმანურობა “ქართული ოცნების” ხელისუფლების ხელწერაა.
„ ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ბრალდებულ ნინო დათაშვილზე პროკურატურამ იშუამდგომლა, რომ გირაო შეფარდებოდა, დაკმაყოფილებულია; ნაცჯალათების უსისხლო სისტემა რეპრესიებზე იყო კონცენტრირებული.
მართლმსაჯულებაში, პენიტენციურში და სამართალდამცავ სტრუქტურებში ჰუმანურობა “ქართული ოცნების” ხელისუფლების ხელწერაა.
ათასგვარი ტოქსიკური ჭორები არსებულ ე.წ. არადამიანურ მიდგომებზე რჩება ნაცსექტის ბოროტ ფანტაზიებში. ამჟამინდელ მმართველ გუნდს უსინდისოდ აბრალებენ იმას, რაშიც თავად იყვნენ გაწაფულნი – ნაცრეჟიმისას, ნინო დათაშვილი თავს რომ დასხმოდა ოფიცერს, გირაოს კი არა, წამების “კარანტინებში” გაატარებდნენ.
შეგახსენებთ, რომ ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისს დააკავეს. -ს ცნობით, დათაშვილი 2025 წლის 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 21 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.“ – წერს აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

„ალდე“ იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა თბილისის ცენტრში, სასამართლოს შენობაში, მათ აქვთ ყურადღების გადატანის მცდელობა იმ სიყალბის გამოყენებით, რომელიც გავრცელდა ერთ-ერთი ფეიკ ტელევიზიის მხრიდან

სანქციები არსებობს, მათ შორის, დე-ფაქტო სანქციები არსებობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ამას არ მოჰყოლია არავითარი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი მისი მხრიდან, იგი ყველა ნაბიჯს დგამს ეროვნული ინტერესების შესაბამისად, ვერავითარი შანტაჟი ვერ ჭრის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ

ფაქტი, რომ ჩახუნაშვილის დასკვნას ეყრდნობა BBC-ი, ეს უკვე მეტყველებს ამ ტელევიზიაში სტანდარტების დონეზე, მამა-შვილი ჩახუნაშვილები არიან რადიკალური აქციების გულმხურვალე მონაწილეები, როდესაც ასეთ ადამიანებს ეყრდნობა BBC-ი, ეს უკვე ტრაგიკული მოვლენაა

რამდენი ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს, ყველა ცდილობს, პოლიტიკაში იპოვოს თავშესაფარი და ეს ხდება კონკრეტულად ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც, რაც არასწორია, ეს სტანდარტი დაამკვიდრა რადიკალურმა ოპოზიციამ ჩვენს ქვეყანაში, აძლევენ თავშესაფარს ყველა კრიმინალს, თუმცა საზოგადოება ხედავს და აფასებს ყველაფერს