აშშ-ში, მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში დაიწყო განაჩენის გამოტანის ეტაპი 46 წლის რაფატ ამიროვისა და 41 წლის საქართველოს მოქალაქე ფოლად ომაროვისთვის, რომლებიც მარტში დამნაშავედ ცნეს 2022 წელს ამერიკელი ირანელი მასიჰ ალინეჯადის დაკვეთილი მკვლელობის მცდელობაში. ალინეჯადი ირანის რეჟიმის ცნობილი კრიტიკოსია.
აშშ-ის ფედერალური სასამართლო პროცესების დროს ხშირია, როცა ვერდიქტის გამოცხადებასა და განაჩენის გამოტანას შორის რამდენიმე თვე გადის.
პროკურორებმა ოთხშაბათს ორივესათვის მოითხოვეს თავისუფლების 55 წლით აღკვეთა. მათი მტკიცებით, რაფატ ამიროვიც და ფოლად ომაროვიც რუსული ორგანიზებული დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრები არიან.
პროკურორების თქმით, “ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა” ამიროვსა და ომაროვს 500 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა 2009 წელს ირანიდან გაქცეულ ალინეჯადზე თავდასხმისთვის.
ფოლად ომაროვი საქართველოში, უკრაინასა და ჩეხეთში ცხოვრობდა. ის ჩეხეთში დააკავეს 2023 წელს და აშშ-ს გადასცეს.
ჟურნალისტი მასიჰ ალინეჯადი დიდი ხანია არის ირანის ავტორიტარული ხელისუფლებისა და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) სამიზნე.
ფორუმი




