გედევან ფოფხაძე რამდენიმე აქტივისტთან ერთად შიმშილობას განაგრძობს – ფოფხაძე, ისე როგორც მოშიმშილე აქტივისტები, ამ დრომდე პარლამენტის წინ რჩებიან

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გედევან ფოფხაძე რამდენიმე აქტივისტთან ერთად შიმშილობას განაგრძობს. ფოფხაძე, ისე როგორც მოშიმშილე აქტივისტები ამ დრომდე პარლამენტის წინ რჩებიან.
როგორც ფოფხაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი, სამართლიანი ს დანიშვნა არის ის ორი მთავარი საკითხი, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია.
მისივე შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა „ჯიბეში ჩაიდო“ და მოსახლეობას უყურებს, როგორც მონებს. ფოფხაძის თქმით, „მონათა აჯანყებები ძალიან ცუდად მთავრდება“.
„მიმაჩნია, რომ ქვეყნისთვის სხვა გამოსავალი არ არსებობს. „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ის იყოს სულ ხელისუფლებაში, არ შეიცვალოს და გაუქმოს ნებისმიერი პარტია, ვისაც 5%-ზე მაღალი რეიტინგი ექნება. ეს ამ ქვეყანას არანაირი განვითარების პერსპექტივას არ უქმნის. უბრალოდ, მომავალი არ გვექნება. მთავარ პოლიტიკურ განვითარების საფუძველს კლავენ, ეს არის კონკურენცია. შენ რომ ამბობ, არ მინდა კონკურენტული პარტიები და მარტო ისეთი პარტია მინდა ოპოზიციაში, რომელიც ტაშს დამიკრავს, ის პარტია მოსახლეობის 50%-ს შეიძლება არ აინტერესებდეს. მე თუ არ მომწონს „ოცნება“, მინდა სხვა მის ნაცვლად. ბოლო ადგილობრივი არჩევნები არ იყო, ეს კონკურენტული არჩევნები არ იყო. თუ ეს ყველაფერი ასე დამთავრდა, ქვეყანას მომავალი არ ექნება, საზოგადოება წავა ესკალაციაზე და ყველა მიხვდება, რომ ერთმა ჯგუფმა თავისი ლიდერის, ს მეშვეობით, ქვეყანა „ჩაიდო ჯიბეში“, ისინი შოულობენ მილიარდებს, სარგებლობენ ყველა სიკეთით და დანარჩენ მოსახლეობას უყურებენ, როგორც მონებს. მონათა აჯანყებები ძალიან ცუდად მთავრდება. არ უნდა შექმნა ასეთი მოცემულობა. ასეთი სოციალური კონფიგურაცია ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს. ვინაიდან ესენი ამაზე მიდიან, მგონია, რომ დღეს ყველაზე მთავარი გამოსავალი ახალი და სამართლიანი არჩევნების დანიშვნაა. მათ უნდა აღიარონ, რომ არ შეიძლება პოლიტიკურ პროცესში მონოპოლისტები გახდნენ. ამიტომ, პოლიტპატიმრები და ახალი, სამართლიანი არჩევნები არის ის ორი საკითხი, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ ქვეყანაში, სადაც პარლამენტში არის მარტო ერთი აზრი, არის უკანონოდ, გაყალბებული არჩევნებით არჩეული და სადაც არა ათობით, არამედ უკვე ასობით პოლიტპატიმარია. ასეთი მოცემულობა ყველანაირად დამღუპველია. მგონია, რომ საჭირო იყო დამატებითი არგუმენტი და ტრადიციული პროტესტის ერთ-ერთი არგუმენტი არის შიმშილობა, როცა ადამიანი ამბობს, რომ მე ამ მოთხოვნის სანაცვლოდ, მზად ვარ, ბევრი რამ დავკარგო, გავწირო, მაგრამ ეს ჩემთვის იმდენად ღირებულია, რომ მე ეს მიღირს. ქვეყანა რომ მომავალს კარგავს, ეტყობა, ეს ბევრმა ბოლომდე ვერ აღიქვა“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ცნობისთვის, გედევან ფოფხაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას გუშინ მიმართა და შიმშილობა დაიწყო. ოპოზიციონერ ლიდერთან ერთად შიმშილობა გამოაცხადეს დარეჯან ცხვიტარიამ და კიდევ რამდენიმე აქტივისტმა. ფოფხაძის ინფორმაციით, ამჟამად 4 ადამიანი შიმშილობს. მათი მოთხოვნაა, „გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები“.

ასევე დაგაინტერესებთ

საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის თაღლითურად მითვისების ბრალდებით რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური – დაკავებულია ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია – პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა მასთან, ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და სხვა პირებთან