BBC: ს იერიშის შედეგად ღაზაში ხუთი ადამიანი დაიღუპა

ისრაელის იერიშის შედეგად ღაზაში ხუთი ადამიანი დაიღუპა. როგორც „ჰამასის“ სამოქალაქო თავდაცვის წარმომადგენელმა BBC-ის განუცხადა, ისრაელმა სხვადასხვა ტერიტორიაზე რამდენიმე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ მცირე, სამი ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, ძლიერი აფეთქებები ისმოდა ანკლავის რამდენიმე ნაწილში, ყველაზე მძიმე დარტყმები კი ქალაქ ღაზაში განხორციელდა.