VIDEO: „საშინელებები მითქვამს სცენაზე. ვერ გამიკონტროლებია თავი იუმორში“ – „თამადას“ გულახდილი აღიარება

გადაცემა „ნიკოლოზის კითხვების“ სტუმარი მომღერალი თამადა, ლაშა ჩხაპელია იყო. წამყვანის კითხვაზე, ნაბახუსევი ხშირად არის თუ არა, თამადა პასუხობს:
„რაც ასაკი მემატება, ვცდილობ არ დავლიო ალკოჰოლი, რომ ნაბახუსევი არ ვიყო“, – ამბობს თამადა.
„ბოლო სამი წელია, ფხიზელი სცენაზე არასდროს გავსულვარ. საშინელებები მითქვამს სცენაზე. ვერ გამიკონტროლებია თავი იუმორში. მთვრალი რომ ხარ და ღრიალებ და ყროყინებ, გგონია, რომ კარგად მღერი. კონტროლის ქვეშ ნაკლებად გაქვს მუსიკა. ხალხს მოსწონდა პანკური სული, „ღიპგადმოგდებული ძმა“, რომ გლოცავს.
ჩანაწერებს არ ვუყურებდი. იმ მომენტში მაგარ განცხრომაში ვიყავი. ასეთი სიამოვნება არაფრისგან არ მიმიღია. ბევრი ცუდი დამიშვია სცენაზე. უკანალის ჩვენება, ჩახტომა, ვიღაც ხალხის ამოყვანა და არცთუ ისე კარგად მოქცევა“,-ამბობს ლაშა ჩხაპელია.
ასევე ნახეთ:
„24 საათში, Youtube-ზე, „ტრენდებში“ პირველ ადგილზე“ – ლელა წურწუმიას ახალ კლიპს 100 ათასზე მეტი ნახვა

ასევე დაგაინტერესებთ

“დედას ვერ წარმოედგინა, რომ მე მსგავსი რამ შემეძლო გამეკეთებინა…” – დათუნა სულიკაშვილის ცხოვრების უცნობი მხარე: დაკავება ნარკოდანაშაულზე, ამბავი დედაზე და გზა მოდის “ოლიმპომდე“ – Marao

“საჩხერეში მე და ბავშვები გადმოვედით, ამ ერთი წლის განმავლობაში ყველანაირი შინაგანი მარწუხებისგან გავთავისუფლდი” – ერთ დროს პოპულარული მსახიობის, სალიტა ჩუბინიძის ცხოვრება დღეს – Marao