ამერიკული საქართველოს რეალობა! – გია ხუროშვილი

ამერიკაში მცხოვრები ყოფილი მაღალჩინოსანი, გია ხუროშვილი:

ამერიკული საქართველოს რეალობა!
სამსახურებრივი ვიზიტი თითქოს მხოლოდ საქმეს უნდა ემსახურებოდეს, მაგრამ როცა დროებით ტოვებ ყოველდღიურ რუტინას, გრძნობ, რომ სივრცე გეხსნება — თითქოს სუნთქვა გიბრუნდება.
ბევრ რამეს უფიქრდები, საკუთარ თავს ეკამათები
ან ეთანხმები. და განმარტოებული ხარ შენს
ფიქრებში!
ერთ ერთი სასტუმროს ეზოში ვზივარ. საჭმელი
შევუკვეთე. ახალგაზრდა მიმტანი, დაახლოებით ოცდახუთი წლის, გამართულ ინგლისურად მესაუბრება. ჩეკზე მისი სახელი წერია — Levan. გაკვირვებულმა ვკითხე:
— ქართველი ხარ?
ღიმილით მიპასუხა:
— დიახ, ქართველი ვარ. აქ კიდევ სხვებიც ვართ ქართველებიო!
ყველანი გავიცანი ისინი — გოგოები და ბიჭები, განათლებულები, შრომისმოყვარეები, თავიანთ საქმეში პროფესიონალები და რაც მთავარია პატრიოტები.
საქართველოს ყველაზე ნათელი თაობა, რომელიც ახლა უცხო მიწაზე იღვწის. მათი თვალებში ერთდროულად იკითხება სევდა და იმედი — სევდა იმისა, რაც დატოვეს, და იმედი იმისა, რაც შეიძლება შექმნან.
ისინი მადლიერი არიან ამერიკის იმისათვის, რომ ამერიკამ შეიფარა!
ვესაუბრები ამ ახალგაზრდებს და მახსენდება გალაკტიონის სიტყვები:
“სადაც არ უნდა იყო — სამშობლო იქ არის, სადაც გტკივა.”
და სწორედ ეს ტკივილი მაფიქრებინებს: როგორ დავუშვით, რომ ჩვენი საუკეთესო ახალგაზრდები სამშობლოდან გაძევებული, მომავალგაყიდულები, სამშობლოს მიღმა ეძებენ ღირსეულ ცხოვრებას?
როგორ შეიძლება ქვეყანა, რომელსაც ასეთი შვილები ჰყავს, მათ ვერ იტევდეს?
ოლიგარქო ივანიშვილო — შენი ცოდვა მხოლოდ პოლიტიკაში არ არის; შენი ცოდვაა ის, რომ ამ ახალგაზრდებს ქვეყნიდან ერეკები, რომ მათ მომავლს უყიდი!
საქართველო დღეს ერთ დიდ აეროპორტად იქცა — გამგზავრების ცალმხრივი ბილეთებით სავსე.
მაგრამ მაინც მჯერა, რომ ოდესღაც ეს ახალგაზრდები დაბრუნდებიან. დაბრუნდებიან არა როგორც ემიგრანტები, არამედ როგორც სამშობლოს ახალი მშენებლები.
ამერიკაში ნაცხოვრებნი და გამოცდილება მიღებულები საქართველოში შემნიან ამერიკულ სტანდარტებს, რაც ადამიანის უფლებების დაცვას და სახელმწიფოსთან მიმართრბაში პიროვნების უპირატესობის აღიარებას გულისხმობს!
როგორც ნიცშე წერდა:
“რაც არ გვკლავს — გვაძლიერებს.”
იქნებ ეს ტკივილი სწორედ ის ძალაა, რომელიც ერთ დღეს ჩვენს ქვეყანას გააღვიძებს