კოალიცია “ცვლილებისთვის” პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით “ოცნების” მიერ საკონსტიტუციოში სარჩელის შეტანას აფასებს საგანგებო ბრიფინგზე.
კოალიცია “ცვლილებისთვის” სახელით მინდა, გავაკეთო განცხადება იმ ე.წ. სარჩელზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა წარადგინა საკონსტიტუციო სასამართლოში. რეჟიმმა და ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატულად თქვა, რომ ის არის სუსტი და ეშინია ეროვნული ძალების სამართლიან არჩევნებში მონაწილეობის. 28 ოქტომბერს, 35 წლის წინ, საქართველოში პირველად ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები კომუნისტური რეჟიმის პირობებში და საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა. ახლა ჩვენ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ვიბრძვით საქართველოს თავისუფლებისთვის. პარტიები, ეს არის ინსტრუმენტი დემოკრატიისთვის, სხვა შემთხვევაში, ხელისუფლებას და რეჟიმებს ცვლის ხალხი. საქართველოს მილიონამდე ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ “ქართული ოცნება” ვერ იქნება ჩვენი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს წარმომადგენელი. ამიტომ, მნიშნელოვანია, ვიცოდეთ, ჩვენ ყველა ბერკეტს, ყველაფერს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ “ქართული ოცნება” დამარცხდეს და ეროვნული ძალები მოვიდნენ საქართველოს ხელისუფლებაში, ვინაიდან საქართველოს ისე, როგორც არასდროს, სჭირდება ერთიანობა და ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, რომელიც აუცილებლად მოხდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით და საქართველოს რეალური სუვერენიტეტის დაბრუნებით. დღეს თუ ვინმე გვართმევს სუვერენიტეტს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და რუსული რეჟიმი. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს! ბრძოლა იქნება ბოლომდე, საქართველოს გამარჯვებამდე!, – განაცხადეს ბრიფინგზე.




