უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვანი საბრძოლო გამოცდილება დააგროვა უკრაინული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების, „ფლამინგოსა“ და „რუტას“ გამოყენებით.
მისი თქმით, უკრაინა წლის ბოლომდე რაკეტების უფრო ხშირად გამოყენებას გეგმავს.
„მოხდა „ფლამინგოს“ საბრძოლო გამოყენება, „რუტას“ საბრძოლო გამოყენება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ წელს ისინი არა ერთხელ, ორჯერ ან სამჯერ გამოვცადოთ, არამედ სერიოზულად. ჩვენ ამისკენ მივდივართ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერის თქმით, ახალი რაკეტების არაერთხელ გამოყენებამ ეფექტური შედეგები აჩვენა.
ზელენსკის მტკიცებით, უკრაინის მიერ გამოყენებული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების 90-95% ადგილობრივი წარმოებისაა. ევროპული შორ მანძილზე მოქმედი იარაღიდან უკრაინა მხოლოდ Storm Shadow-ს და მცირე რაოდენობით SCALP-ს რაკეტებს იყენებს.




