ურსულა ფონ დერ ლაიენი – უკრაინის ფინანსური საჭიროებების დაფარვისთვის მზად ვართ

უკრაინის ფინანსური საჭიროებების დაფარვისთვის მზად ვართ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სტოკჰოლმში, ჩრდილოეთის საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი „გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საკითხს განიხილავს“.
„წინადადება გულისხმობს ამ თანხების გამოყენებით უკრაინისთვის სესხის გაცემას, რომელსაც უკრაინა დაფარავს, თუ რუსეთი რეპარაციებს გადაიხდის. ამიტომ, ეს სამართლებრივად სწორი წინადადებაა. მარტივი არ არის, თუმცა სამართლებრივად სწორია“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, ევროპულმა საბჭომ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შესაძლო ვარიანტების მომზადება მოითხოვა.
„რუსეთისთვის მთავარი გზავნილი სრულიად ნათელია“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე