თენგიზ შარმანაშვილი ლევან ხაბეიშვილზე – ძალიან მძიმე ყოფილა რევოლუციონერის ბედი – აი, რა ტიპის რევოლუციონერები ჰყავთ, იქ, 2 თვის პატიმრობასაც კი ვერ გაუძლო და გამოსავალს ეძებს

ძალიან მძიმე ყოფილა რევოლუციონერის ბედი – აი, რა ტიპის რევოლუციონერები ჰყავთ, იქ, 2 თვის პატიმრობასაც კი ვერ გაუძლო და გამოსავალს ეძებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის, ს განცხადებას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, ხაბეიშვილი 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას თავიდან ირიდებს.
შარმანაშვილის თქმით, „ხაბეიშვილს თავიდანვე უნდა ეფიქრა, რომ რევოლუციონერის ბედი ცოტა ეკლიანია”.
„ძალიან მძიმე ყოფილა რევოლუციონერის ბედი. თან ისეთ საპატიმროში, სადაც ადამიანის ყველა უფლება დაცულია. წარმოიდგინეთ ცოტა ისეთ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკურ ოპონენტებს სხვანაირად ექცევიან, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. აი, რა ტიპის რევოლუციონერები ჰყავთ იქ, 2 თვის პატიმრობასაც კი ვერ გაუძლო და გამოსავალს ეძებს. თავიდანვე უნდა დაფიქრებულიყო, სანამ ამ უბედურებაში თავს შეყოფდა და ახლა იფიქროს.
რა თქმა უნდა, ირიდებს [პასუხისმგებლობას], არადა ეს ტერმინი – “მშვიდობიანი დამხობა” თვითონ შემოიტანა. ავიღოთ მისი ჩანაწერები, რომელიც საჯაროდ დევს და სიტყვა-სიტყვით გავიაროთ. რა ხატოვან გამოთქმებზეა საუბარი, პირიქით, ის ამბობს, რომ ხატოვანი გამოთქმების დრო დამთავრდა და ძალისმიერ ქმედებებზე უნდა გადავიდეთო. ახლა თუ ცოტა საკანში მოსწყინდა, თავიდანვე უნდა ეფიქრა, რომ რევოლუციონერის ბედი ცოტა ეკლიანია”,- განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ
4 ოქტომბერთან დაკავშირებით მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები დანაშაულად ვერ ჩაითვლება.
„11 სექტემბრიდან დამაკავეს, აქციის მხარდამჭერი ვიყავი, ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობა იმ საქმის მასალებში, რა მასალებიც მოიტანეთ, აქციის სლოგანია. ვამბობდი, რომ მშვიდობიანი აქცია იქნება-მეთქი და რა გინდათ, მომედავოთ? დაკავებული ვიყავი და 4 ოქტომბერზე რა გავლენა უნდა მომეხდინა?11 სექტემბრიდან დაკავებული ვარ, ჩემს სლოგანზე უკვე ვისაუბრე, აქციას მხარს ვუჭერდი, 11 სექტემბრიდან ბევრი რამ შეიცვალა, ტელევიზორში ვნახე, რომ აქცია თავისუფლების მოედანზე იყო, დიახ, მშვიდობიანი.გავიდა ეს 4 ოქტომბერი. ალბათ, მოსამართლემ რომ მიიღოს გადაწყვეტილება, უხერხულადაც ვიგრძნობ თავს, გარეთ რომ ვიყო. უმძიმესია, ჯოჯოხეთია საკანში ყოფნა, მაგრამ ადამიანურად და მორალურად შეიძლება უფრო მეტი პრობლემა შემექმნას.საუბარი იყო პროკურატურის მხრიდან თანამშრომლობა და მტკიცებულებითი ნაწილიო – სადმე უარვყავი ჩემი საჯარო განცხადებები? ეს სადაო არ გამიხდია, არც ერთ ვიდეო, რაც მოიტანეთ, არ უარმიყვია, რომ ჩემი ხმა არაა, ან რამე.რისი აღიარება გინდათ? სადმე არის სიტყვა რომ არაკონსტიტუციურად, ძალადობრივად უნდა მოვიქცეთო, ვამბობდი?“ – განაცხადა ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: მთავარი საკითხი, ის დანაშაულები, რომლებიც მათ ჩაიდინეს და შემდეგ როგორც იქცეოდნენ, ჩემი პირადი აზრით, რა თქმა უნდა, ეს ნამდვილად იძლევა იმის წინაპირობას და შესაძლებლობას, რომ მსგავსი პოლიტიკური პარტია არ არსებობდეს…

ვახტანგ ხმალაძე – პაპუაშვილმა თქვა, რომ თურმე აქლემის და ნემსის ქურდი სხვადასხვაა, ეს იყო ანტიკონსტიტუციური განცხადება: „თუ მოძლიერდნენ, ავკრძალავთ“ – აუცილებელია პროდასავლურმა პარტიებმა ერთიანი სტრატეგიის შემუშავება მოახერხონ

შალვა პაპუაშვილი – ვულოცავ თურქ ხალხს თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების წლისთავს – კომპლექსურ და არასტაბილურ გეოპოლიტიკურ გარემოში, საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერება აუცილებელია ჩვენი ქვეყნების მომავალი პროგრესისთვის