გახარიას პარტია დღეიდან საპარლამენტო საქმიანობას იწყებს

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია – „გახარია საქართველოსთვის“ – სადავო პარლამენტში მუშაობას იწყებს. დღეს, 28 ოქტომბერს, ისინი პირველად დაესწრებიან პლენარულ სხდომას. პარტიის წევრმა გიორგი შარაშენიძემ თქვა, რომ მათი იქ ყოფნა ემსახურება „განსხვავებული აზრის დაბრუნებას პარლამენტში.
„ჩვენი პარლამენტი შემოსვლა არ ნიშნავს ამ პარლამენტის ლეგიტიმაციის მიცემას ან არ მიცემას. ეს ნიშნავს რეალობისთვის თვალის გასწორებას…“ – ამბობს გიორგი შარაშიძე.
მისი თქმით, სადავო პარლამენტს „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციის პრობლემა მოუხსნა თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირების შესახებ „ტოტალურმა კამპანიამ“.
„მისასალმებელია, მართალია დაგვიანებით – ერთი წლის თავზე, თუმცა ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, პარტიამ აღიარა ხალხის ნება, აღიარა დემოკრატია და შეუდგა სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას… სამწუხაროა, რომ ზოგმა პარტიამ დაიწვა უკან დასახევი ხიდები, შეიძლება დღეს უნდოდეთ პარლამენტში ყოფნა, მაგრამ ამის შესაძლებლობა თავადვე მოუსპეს… “ – თქვა შალვა პაპუაშვილმა, სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომაზე, რომელსაც პირველად ესწრებიან „გახარია საქართველოსთვის“ წევრები.
მასალა განახლდება
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს