ევროკავშირი რუსული ბრილიანტების იმპორტის აკრძალვას გეგმავს

ევროკავშირში რუსული ბრილიანტების იმპორტის აკრძალვა იგეგმება. როგორც BBC წერს, სან­ქცი­ე­ბის მე-12 პა­კე­ტი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­მა­ვალ კვი­რას განიხილება.
სანქციის ამოქმედების შემდეგ, სფეროს სპეციალისტები გლობალურ ბაზარზე ბრილიანტის გაძვირებას პროგნოზირებენ.
„რუსეთი ძალიან დიდი ბიზნესი იყო ანტვერპენისთვის: მთელი თქვენი ბიზნესის ახალ მომწოდებელზე გადაწყობა უამრავ თავის ტკივილს წარმოშობს. არარუსული ბრილიანტების იმპორტი ძვირი დაჯდება, რადგან ყველა ერთსა და იმავე მომწოდებელზე იქნება დამოკიდებული. ეს ნიშნავს, რომ ბრილიანტი რიგითი მომხმარებლისთვისაც გაძვირდება“,- ამბობს ტიერი ტუგენდჰაფტი, რომელიც, 30 წელზე მეტია, ბრილიანტის დილერია.
2022 წლიდან, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის სანქციები გავრცელდა რუსულ ნახშირზე, გაზზე, ოქროზე, არაყსა და ხიზილალაზეც კი, თუმცა რუსეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მოპოვებული ბრილიანტები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კვლავ გამოიყენება ნიშნობის ბეჭდებში, ყელსაბამებსა და საყურეებში.
“ევროკავშირი აქამდე თავს არიდებდა აკრძალვას, ძირითადად იმის გამო, რომ სურდა, დაეცვა ქალაქი ანტვერპენი – საპორტო ქალაქი, რომელიც, მე-15 საუკუნიდან, ბრილიანტის კერაა. მთელ მსოფლიოში მოპოვებული დაუმუშავებელი ალმასების 80%-ზე მეტი აქ ინახება”, – წერს BBC.

ასევე დაგაინტერესებთ

მერობის კანდიდატი მიხეილ აფციაური- თეთრიწყაროში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, აშენდა სკოლები, საბავშვო ბაღები. მოსახლეობის და ახალგაზრდების აქტიური მოთხოვნით მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის მშენებლობა