გეკა გელაძე უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მიწვევით ბუდაპეშტში, ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად იმყოფება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრ შანდორ პინტერის მიწვევით ბუდაპეშტში, ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად, იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, კოლეგა უწყებებს შორის, მაღლი რანგის ორმხრივი სამუშაო შეხვედრა გაიმართება, ასევე ქართული დელეგაციის წევრები მოინახულებენ უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და საპოლიციო დანაყოფებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: ბიძინა ივანიშვილზე და „ქართული“ ოცნების რიგით ჯარისკაცებზე ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად, ჩვენ არავის მივეცით უფლება, საქართველო გამოეყენებინათ პროქსი სახელმწიფოდ, როგორც სამწუხაროდ, გამოიყენეს უკრაინა