ჰამასმა ისრაელს მე-16 მძევლის ცხედარი გადასცა

ღაზის სექტორში წითელი ჯვრის წარმომადგენლებს ჰამასმა (-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილმა) გადასცა კიდევ ერთი, მე-16მძევლის, ცხედარი. ისრაელის არმიამ დაადასტურა, რომ წითელ ჯვარს ცხედარი გადასცეს.
ჰამასმა 13 ოქტომბერს ისრაელს გადასცა დარჩენილი 20 ცოცხალი მძევალი.
დაჯგუფებას ისრაელისთის უნდა გადაეცა 28 დაღუპული მძევლის ცხედრები და დღემდე მხოლოდ 15-ის გადაცემა მოხერხდა, რადგან, როგორც ჰამასი აცხადებს, ძნელია გვამების მიკვლევა ომით განადგურებულ რეგიონში.
ცხედრების გაცვლა ღაზის სექტორში ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი პირობაა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი – სამშაბათს ვაშინგტონში ტრამპს შევხვდები – მჭიდრო კონტაქტზე ვარ პარტნიორებთან ევროპაში, ისრაელსა და რეგიონში, ახლა არა თითის გაშვერის, არამედ ერთიანობისა და ერთობლივი მოქმედების დროა