მარგუს ცაჰკნა – უკრაინის კანონიერი ადგილი ევროკავშირშია – ესტონეთი გაფართოებისთვის დაუღალავად იმუშავებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მარგუს ცაჰკნას შეხვდა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მარგუს ცაჰკნას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის, შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობები, დრონების წარმოება და უკრაინისთვის თავდაცვის სფეროში მხარდაჭერა. ასევე, განვიხილეთ რუსეთზე ზეწოლის გაზრდისა და დიპლომატიური ძალისხმევის საკითხები“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „უკრაინის ადგილი ევროკავშირშია“.
„ესტონეთის პოზიცია ნათელია: ნატო-ს წევრობა უკრაინის უსაფრთხოების ყველაზე საიმედო გარანტიაა. ასევე, უკრაინის კანონიერი ადგილი ევროკავშირშია. ესტონეთი ევროკავშირის გაფართოებისთვის დაუღალავად იმუშავებს“, – დაწერა ცაჰკნამ X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – ბავშვი მხოლოდ მკვლელის ტყვიამ არ იმსხვერპლა, ის სახელმწიფოს გულგრილობამ და სისტემურმა უმოქმედობამ იმსხვერპლა – არც გარდაცვლილი ბავშვი და არც მკვლელი ჩემთვის უცხო ადამიანები არ არიან და ამის ბინძურად გამოყენებას ცდილობენ

ლელა ჯეჯელავა – მნიშვნელოვანი ეკონომიკური ობიექტის, ყულევის სანქციას „ჩალის ფასი“ ნამდვილად არ ექნება – ნავთობექსპორტიორი ქვეყანა რუსეთი იმპორტზე საუბრობს და ჩვენ რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებით? – ჩამოსანგრევად განწირული!