პარლამენტში შესვლის შესახებ გახარიას პარტიის გადაწყვეტილებაზე – ოპოზიციურ სპექტრს და იმ მოღალატე აგენტურას თუ შევხედავთ, მაინც ყველაზე ჭკვიანი ესენი გამოდგნენ

სხვათა შორის, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. ოპოზიციურ სპექტრს და იმ მოღალატე აგენტურას თუ შევხედავთ, მაინც ყველაზე ჭკვიანი ესენი გამოდგნენ, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.
როგორც კალაძემ აღნიშნა, გიორგი გახარიას პარტია მიხვდა, რომ სისულელე იყო გადაწყვეტილება, რომელიც მას პარლამენტში არშესვლის შესახებ ჰქონდა მიღებული.
„გახარიას პარტია [პარლამენტს] ლეგიტიმაციას, ვერ მისცემს, ლეგიტიმაციას აძლევს ქართველი ხალხი. ქართველმა ხალხმა უკვე მისცა ლეგიტიმაცია „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“, პარლამენტს და კონკრეტულ პარტიას რაც შეეხება, სხვათა შორის, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. ოპოზიციურ სპექტრს და იმ მოღალატე აგენტურას თუ შევხედავთ, მაინც ყველაზე ჭკვიანი ესენი გამოდგნენ. რაღაც ანალიზი, შეფასებები გააკეთეს და მიხვდნენ, რომ სისულელე იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც არშესვლასთან დაკავშირებით ჰქონდათ მიღებული. რა თქმა უნდა, ამით კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები ზიანდებოდნენ. „ქართულ ოცნებას“ და პარლამენტს ამით არაფერი დაჰკლებია“, -განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო სადმი გამოცხადებული ბოიკოტი შეწყვიტა და მე-11 მოწვევის პარლამენტში, პარტიის 12 წევრით, შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.