თამარ გიორგაძის საქმის განხილვა მოსამართლე ნინო ენუქიძემ მეორედ გადადო, რადგან -ს მის წინააღმდეგ მტკიცებულებები ვერ მოაქვს

მოსამართლე ნინო ენუქიძემ თამარ გიორგაძის საქმის განხილვა კიდევ ერთხელ, უკვე მეორედ, 17 ნოემბრისთვის გადადო.
თამარ გიორგაძეს 22 ოქტომბერს გზის გადაკეტვასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავება. სხდომის დღეისთვის გადმოდების მიზეზი ერთხელ უკვე გახდა ის, რომ შსს-ს არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ თამარ გიორგაძე გზას კეტავდა. ეს შსს-მ ვერც დღეს შეძლო.
თავად თამარ გიორგაძის განმარტებით, ის საერთოდ არ ყოფილა გზის სავალ ნაწილზე. მისი დაკავებაც ტროტუარზე მოხდა. ამის დამადასტურებელი მტკიცებულება დაცვის მხარემ დღეს წარმოადგინა.