არგენტინის კონგრესის შუალედურ არჩევნებში ხავიერ მილეის ლიბერტარიანულმა პარტიამ გაიმარჯვა

26 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში არგენტინის ლიბერტარიანულმა პარტიამ La Libertad Avanza მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. პარტია მთავარ ოპონენტ, პერონისტულ-კირშნერისტულ კოალიცია Fuerza Patria-ს თითქმის 9%-იანი სხვაობით აჯობა. 99.2%-ით დათვლილი ხმების მიხედვით, შედეგები ასე გამოიყურება:
· La Libertad Avanza – 40.66%
· Fuerza Patria – 31.7%
დეპუტატთა პალატასა და სენატში ნაწილობრივ მანდატებს განახლებდა – შესაბამისად, 127 დეპუტატი და 24 სენატორი უნდა არჩევოდათ. მთავარ პარტიებს შორის მანდატები ასე ნაწილდება:
დეპუტატთა პალატა:
· La Libertad Avanza – 93 დეპუტატი (37 წინა დან)
· Fuerza Patria – 97 დეპუტატი (101 წინა არჩევნებიდან)
· PRO – 14 დეპუტატი (35 წინა არჩევნებიდან)
სენატი:
· La Libertad Avanza – 20 სენატორი (7 წინა არჩევნებიდან)
· Fuerza Patria – 28 სენატორი (34 წინა არჩევნებიდან)
· PRO – 6 სენატორი (8 წინა არჩევნებიდან)
ცნობისთვის, La Libertad Avanza და PRO კოალიციურად თანამშრომლობენ.
არჩევნების შედეგად, ლიბერტარიანულმა პარტიამ დეპუტატთა პალატაში მანდატების რაოდენობით 1/3-ს ზღვარს გადააჭარბა, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებებისა და ვეტოების შენარჩუნებას, არამედ საკმარისი ხმების მობილიზებასაც კოალიციის დახმარებით რეფორმების გასატარებლად.