
გურგენიძე 90-იან წლებში რუსეთში ორჯერ, იარაღის ტარების გამო დააკავეს. როგორც თვითონ ამბობს, დაკავების რეალური მიზეზი ქართველთა სათვისტომოს დახმარება იყო. ციხიდან მალევე გამოუშვეს, თუმცა მისივე თქმით, რუსებს არ დაემორჩილა, რის გამოც იარაღი ჩაუდეს და მეორედ დააკავეს. მას ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და მალევე სასჯელის მოსახდელად საქართველოს გადმოსცეს.