ისტორიაში პირველად რუსეთი UNESCO-ს აღმასრულებელ საბჭოში არ აირჩიეს

ისტორიაში პირველად, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ ((UNESCO) არ აირჩია ერთ-ერთ მთავარ ორგანოში – აღმასრულებელი საბჭო.
ურკაინის პრეზიდენტმა მ სოციალურ ქსელ Twitter-ზე (X) დაწერა, რომ ისტორიაში პირველად, რუსეთი “გარიცხეს იუნესკოს აღმასრულებელი საბჭოდან”.
“რუსული გავლენის ეპოქა დასრულდა და ეს მართალია. რუსი ტერორისტების ადგილი არ არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციების სათავეში. რუსეთის საერთაშორისო როლი კიდევ უფრო შესუსტდება”, – დაწერა ზელენსკიმ.
იუნესკოს აღმასრულებელი საბჭო არის ორგანიზაციის სამი ძირითადი ორგანოდან ერთ-ერთი (გენერალურ კონფერენციასთან და სამდივნოსთან ერთად), რომელიც მართავს მის საბიუჯეტო და პროგრამულ საქმიანობას.
საბჭოს ჰყავს 58 წევრი, რომლებსაც ირჩევს გენერალური კონფერენცია, მრჩეველთა ორგანო, რომელიც შედგება იუნესკოს ყველა წევრისაგან. რუსეთი იყო აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის ნაწილი, საიდანაც აირჩიეს სერბეთი (137 ხმა), ალბანეთი (134), (117) და ჩეხეთი (99).