ანტონიო კოშტა – ჩინეთის პრემიერთან შეხვედრაზე გამოვხატე ევროკავშირის მოლოდინი, რომ ჩინეთი ხელს შეუწყობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომის დასრულებას

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტის ფარგლებში ჩინეთის პრემიერ-მინისტრს, ლი ციანს შეხვდა.
„ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან კონსტრუქციულ და სტაბილურ ურთიერთობებს. გვსურს თანამშრომლობის გაძლიერება გლობალური გამოწვევების მოსაგვარებლად“, – წერს კოშტა სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ევროკავშირსა და ჩინეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების ხელახლა დაბალანსების მიზნით კონკრეტული პროგრესის მიღწევის აუცილებლობას.
„გავუზიარე ჩემი ძლიერი შეშფოთება ჩინეთის მიერ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის ექსპორტის კონტროლის გაფართოებასთან დაკავშირებით. მოვუწოდე მას, რაც შეიძლება მალე აღადგინოს მოქნილი, საიმედო და პროგნოზირებადი მიწოდების ჯაჭვები. ასევე გამოვხატე ევროკავშირის მოლოდინი, რომ ჩინეთი ხელს შეუწყობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომის დასრულებას“, – წერს კოშტა.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) 47-ე სამიტი მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში მიმდინარეობს. სამიტს მსოფლიო და რეგიონული ლიდერები ესწრებიან, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. სამიტი გუშინ გაიხსნა და 28 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ღარიბაშვილი – გახარიამ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა, როცა მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა – ჩამოშლილი ხელისუფლება ჩავიბარე – ისე, რომ თავი არავისთვის დამიხრია არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

სალომე ზურაბიშვილი – ახლად ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ – მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის