ლა ლიგის მე-10 ტურის ცენტრალურ მატჩში “ელ კლასიკო” გაიმართა, სადაც მადრიდის “რეალმა” შინ “ბარსელონა” 2:1 დაამარცხა.
უნდა აღინიშნოს, რომ “ბლაუგრანას” რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე ვერ ეხმარებოდა, გარდა ამისა, დისკვალიფიცირებული გახლდათ “‘ლურჯ-ბროწეულისფერთა” მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით დაიწყო, მე-12 წუთზე მბაპემ გაიტანა, თუმცა გოლი VAR-მა თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა. ჩაბი ალონსოს გუნდმა შეტევები გააგრძელა, 22-ე წუთზე ფრანგმა სუპერვარსკვლავმა საწადელს მაინც მიაღწია და “რეალი” ბელინგემის ბრწყინვალე პასით დააწინაურა. 38-ე წუთზე ფერმინ ლოპესმა სხვაობა აღადგინა, 43-ე წუთზე კი ბელინგემმა საგოლე პასს გოლიც დაუმატა და “ბლანკოსი” წინ გაიყვანა.
მართალია, მეორე ტაიმში ბურთის ფლობის უპირატესობა “ბარსელონას” მხარეს იყო, თუმცა ჰანსი ფლიკის გაწვრთნილმა გუნდმა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხა და პირველი ტაიმის შედეგი არ შეცვლილა.
72-ე წუთზე ჩაბი ალონსომ ვინისიუს ჟუნიორი შეცვალა, ბრაზილიელმა უკმაყოფილება ღიად გამოხატა და მაშინვე გასახდელს მიაშურა, მის ნაცვლად კი თამაშში როდრიგო ჩაერთო. შეხვედრის მიწურულს “ბარსელონას” ნახევარმცველმა პედრიმ ჩუამენიზე უხეში ვარდნის გამო, წითელი ბარათი მიიღო.
ამრიგად, მადრიდის “რეალი” 27 ქულით ლა ლიგას ლიდერობს და მეორეადგილოსან “ბარსელონას” 5 ქულით უსწრებს, “სამეფო კლუბი” მორიგ შეხვედრას 2 ნოემბერს, “ვალენსიას” წინააღმდეგ გამართავს.
“ბარსელონა” მომდევნო ტურში “ელჩეს” დაუპირისპირდება, შეხვედრა ასევე 2 ნოემბერს გაიმართება.
არის თუ არა იამალისგან ფეხმძიმედ – ნიკი ნიკოლმა კითხვას უპასუხა
მოინანია და აპატიეს – ვირჯინიამ ვინისიუსს კიდევ ერთი შანსი მისცა და დღეს “ბარსელონასთან” მატჩში ტრიბუნიდან გაამხნევებს
“კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს” – რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
[VIDEO] 7-გოლიანი თრილერი – “ელ კლასიკო” “ბარსელონას” გამარჯვებით დასრულდა
[VIDEO] “ალონსოს ყაზახეთში მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთეს” – რა მოხდა “კაირატთან” მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე
ეტო'ო: ეს მატჩი ფეხბურთში საუკეთესოა, მას ლიგის ფინალიც ვერ შეედრება
“სპორტინგმა” ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო – “რეალმა” “იუვენტუსი” ბელინგემის გოლით დაამარცხა
ითამაშებს თუ არა ბელინგემი “ელ კლასიკოში”? – ანჩელოტიმ ინგლისელზე ისაუბრა
გარიგებულ მატჩში მონაწილეობა და დისკვალიფიკაცია – ვინ იქნება დღეს პსჟ-ისა და “არსენალის” მატჩის მსაჯი
ბელინგემი დღეს ოპერაციას გაიკეთებს – ჯუდს სეზონის დასაწყისი გაუცდება
ბელინგემი საოპერაციოა – ინგლისელი შემდეგი სეზონის სტარტს გამოტოვებს
“თავი დაანებეთ, ჯერ მხოლოდ 18 წლისაა” – მბაპემ იამალი დაიცვა
“ახალგაზრდაა, მაგრამ…” – რა თქვა ჩაბი ალონსომ არდა გიულერზე?
“ბარსელონა” “ელ კლასიკოს” დიდი დანაკლისით ხვდება
“იმედი მაქვს, “ბარსელონაში” დავრჩები” – მარკუს რაშფორდი
მესის რონალდოს წასვლის შემდეგ “კლასიკოში” არაფერი გამოსდის
რონალდ კუმანი: “გვებრძვიან”
ბელინგემმა ვარჯიში დაიწყო – “რეალი” აჩქარებას არ აპირებს
თოფურია: კლასიკოში “რეალი” გაიმარჯვებს – ამ გუნდის გულშემატკივრები ყოველთვის რაღაც უნიკალურს მძენდნენ
ძმების დაპირისპირება არ შედგება – ჯობი VS ჯუდს საკლუბო მუნდიალზე ვერ ვნახავთ
“ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია” – კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა – მბაპე მოედანს მალე დაუბრუნდება
“ფეხბურთი ძალიან მაგრად ესმის” – ალონსომ მბაპე შეაქო
დიდი ხნის განმავლობაში “დორტმუნდში” გადასვლის წინააღმდეგი ვიყავი” – ჯობ ბელინგემი
მოინანია და აპატიეს – ვირჯინიამ ვინისიუსს კიდევ ერთი შანსი მისცა და დღეს “ბარსელონასთან” მატჩში ტრიბუნიდან გაამხნევებს
არის თუ არა იამალისგან ფეხმძიმედ – ნიკი ნიკოლმა კითხვას უპასუხა




