მობილიზაციის მასშტაბები რუსეთში | უკრაინის დაზვერვის მონაცემები

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ვადიმ სკიბიცკის ინფორმაციით, ყოველდღიურად დაახლოებით 1000-1100 ადამიანი უერთდება ს ფედერაციის შეიარაღებული ძალების რიგებს, ანუ თვეში დაახლოებით 30000.
“ამას ფარული მობილიზაცია არ შეიძლება ეწოდოს. მოდი, ვაღიაროთ: ისინი მობილიზებულნი არიან. უბრალოდ, არა ისე მასიურად, როგორც 2022 წლის ოქტომბერ-დეკემბერში”, – განმარტავს სკიბიცკი.
მისივე თქმით, უკვე შეიქმნა მრავალი ე.წ კერძო სამხედრო კომპანია, რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და რუსეთის გვარდიის კონტროლს ექვემდებარება.
“ის „ვაგნერელები“, რომლებმაც გააფორმეს კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან ან რუსეთის გვარდიასთან, განაგრძობენ სამსახურს. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში ან სხვა კერძო კომპანიებში“, – განაცხადა სკიბიცკიმ.
უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, „ვაგნერის“ დაჯგუფების რეფორმირება სხვა ქვეყნებშიც მოხდა, პირველ რიგში აფრიკაში, ასევე სირიასა და ლიბიაში.
“ვაგნერი”, როგორც ასეთი, აღარ არსებობს. იქ სხვა კერძო სამხედრო კამპანიები მოქმედებენ. მათ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აკონტროლებს”, – თქვა სკიბიცკიმ.