რუსეთში სამხედროს ომში წასვლაზე უარის თქმის გამო 2 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთის სამხედრო სასამართლოს განაჩენის თანახმად, 2023 წლის აგვისტოში სამხედრო მოსამსახურემ უარი თქვა შეესრულებინა მეთუარის ბრძანება, ში საბრძოლო ზონაში გაგზავნის შესახებ.
მას 2 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა. კაცი სასამართლო დარბაზში დააკავეს.
სასამათომ თქვა, რომ ამან “უარყოფითად იმოქმედა სამხედრო დისციპლინის მდგომარეობაზე”.
სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნია ის, რომ სამხედრო მოსამსახურემ პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის დროს უარი თქვა ომზე.
“სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ 2023 წლის 22 აგვისტოს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სამხედრო ნაწილის შტაბის საბრძოლო კონტროლის ცენტრის შენობაში ა.-მ განზრახ, სპეცოპერაციაში მონაწილეობის თავიდან აცილების მიზნით, უარი თქვა მეთაურის დადგენილი წესით გაცემული ბრძანების შესრულებაზე, საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის სპეციალური სამხედრო ოპერაციის რაიონში გამგზავრების შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.
მედიის ცნობით, განაჩენი სახალინის რაიონის ქალაქ ანივას მკვიდრის, დენის აგლიჩეევის წინააღმდეგ იქნა გამოტანილი.