ლაზარე გრიგორიადისი პროცესზე არ დაიკითხება და არც საბოლოო სიტყვით არ ისარგებლებს | ადვოკატი

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის ინფორმაციით, 21 წლის ახალგაზრდა სასამართლოში არც ჩვენებას მისცემს და არც საბოლოო სიტყვით ისარგებლებს. უფლებადამცველი დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე არ საუბრობს, რატომ მიიღო გრიგორიადისმა ეს გადაწყვეტილება.
პროცესზე არ დაიკითხება, დაცვის მხარესთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, არც საბოლოო სიტყვით არ ისარგებლებს. დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ”,- განაცხადა თათია მანიჟაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღევანდელი სხდომის დაწყებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებები უნდა გამოიკვლიონ.
ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.