პესკოვი -ის სანქციებზე: ნამდვილად დააზიანეს ჩვენი ურთიერთობების რეანიმაციის პერსპექტივები

ს პრეზიდენტის პრესმდივანი გამოეხმაურა -ის მიერ ს ნავთობკომპანიების – „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.
„აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გახმიანებული სხვადასხვა ნიუანსის მიუხედავად, ჩვენ მაინც უნდა ვორიენტირდეთ საკუთარ ინტერესებზე. ჩვენი ინტერესებია ყველა ქვეყანასთან, მათ შორის – შეერთებულ შტატებთან, კარგი ურთიერთობების დამყარება. რა თქმა უნდა, ქმედებები, რომლებსაც ამ კვირაში მიმართეს, არამეგობრული ნაბიჯია. მათ ნამდვილად დააზიანეს ჩვენი ურთიერთობების რეანიმაციის პერსპექტივები. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავთმოთ ეს მისწრაფებები. უნდა ვაკეთოთ ის, რაც ჩვენთვის არის ხელსაყრელი“, – პესკოვის ამ სიტყვებს რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.
22 ოქტომბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) გააძლიერა სასანქციო ზეწოლა რუსეთის ენერგოსექტორზე და მის სამიზნეებად ამჯერად იქცა რუსეთის უმსხვილესი ნავთობკომპანიები „როსნეფტი“ და „ლუკოილი“. ამ გადაწყვეტილებას თან ახლდა მოწოდება მოსკოვისადმი „ცეცხლის შეწყვეტაზე დაუყოვნებლივ დასათანხმებლად“. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა:
ასევე ნახეთ პუტინი დათმობაზე არ მიდის ტრამპის მხრიდან რუსეთის მსხვილი ნავთობკომპანიებისთვის სანქციების დაწესების ფონზე
„მკვლელობის შეწყვეტისა და ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის დროა. ამ უაზრო ომის დასრულებაზე პრეზიდენტ პუტინის უარის გათვალისწინებით, ხაზინა ასანქცირებს რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, რომლებიც აფინანსებენ კრემლის ომის მანქანას. ხაზინა მზად არის შემდგომი მოქმედებისთვის, თუკი ეს აუცილებელი იქნება პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევის მხარდასაჭერად, კიდევ ერთი ომის დასასრულებლად. მოვუწოდებთ ჩვენს მოკავშირეებს, შემოგვიერთდნენ და დაიცვან ეს სანქციები”.
ფორუმი