ბერლინში კეტი პერის კონცერტზე ქართველ ფანს მიკროფონში სიტყვის თქმის შესაძლებლობა მიეცა, რა დროსაც მან საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
- “მე ვარ საქართველოდან და ჩემი ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ დემოკრატიისთვის, მშვიდობისა და თანასწორობისთვის. ამჟამად ჩვენი ხელისუფლება პრორუსულია და ჩვენ ვაპროტესტებთ ყოველ დღე. მშვიდობიანი პროტესტის გამო მეც დამაკავეს”, – თქვა მომღერლის ქართველმა ფანმა.
ამას კეტი პერისგან მაშინვე მოჰყვა რეაქცია და თქვა, რომ საქართველოს გვერდით დგანან.
“ჩვენ შენს გვერდით ვართ საქართველო, იმიტომ რომ გვჯერა დემოკრატიის”, – თქვა სცენაზე მომღერალმა.
ნახეთ ვიდეო, რომელიც ევროპელი დემოკრატების ფეისბუქ გვერდზეც გამოქვეყნდა:




