გიორგი ჩიკვაიძემ, ირაკლი პაპიაშვილმა და ანრი კვარაცხელიამ შიმშილობა დაიწყეს

დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებაში მსჯავრდებულებმა გიორგი ჩიკვაიძემ, ირაკლი პაპიაშვილმა და საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა ანზორ კვარაცხელიამ შიმშილობა დაიწყეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჩიკვაიძის დედა, ეკა წერეთელი ავრცელებს.
„შიმშილობა ციხეში! 5 წუთის წინ დამიკავშირდა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი. მაცნობა, რომ გლდანის ციხის მე-8 დაწესებულებაში საკანი 84 ში სამივე წევრმა დაიწყო შიმშილობა. გიორგი ჩიკვაიძე, ირაკლი პაპიაშვილი, ანრი კვარაცხელია. მიზეზი წამებასთან გათანაბრებული ქმედება, საკვების არ მიწოდების გამო, შემდეგ დაძალება, თითქოს ეს თავად მოითხოვეს და მათზე დღეს განხორციელებული „ძველბიჭური“ მუქარა ციხის თანამშრომელ, ვინმე გიორგისგან, რომელმაც განუცხადა: „თავს დაგამახსოვრებინებ ბიჭო“, – წერს ეკა წერეთელი სოციალურ ქსელში.