რა გათვლებით არჩევს ივანიშვილი პრემიერებს საქართველოში? – „ოცნების“ პრემიერები

რა გათვლებით არჩევს პრემიერ-მინისტრებს საქართველოში? როგორ ახერხებს ივანიშვილი პრემიერების ისე შერჩევას, რომ შემდეგ ისინი ერთმანეთს ანადგურებენ?
„მაგრამ ივანიშვილმა ვერ გათვალა, რომ მისივე შექმნილი ეს ფენომენი, სახელად , შეიძლება მასზე გამლაშქრებელი აღმოჩენილიყო,“ – ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი და პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი, არმაზ ახვლედიანი.
2012 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ გუნდი მოვიდა, პრემიერებს ხშირად ცვლიდა:
2012 წელს პრემიერი მილიარდერი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი თავად გახდა. მან ეს თანამდებობა 2013 წლის 20 ნოემბერს დატოვა. შინ თუ გარეთ არავის შეჰპარვია ეჭვი, რომ ივანიშვილი რეალურად არსად წასულა: ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი უკვე 13 წელია საქართველოს არაფორმალური მმართველია.
ბიძინა ივანიშვილი დაპირებებს რომ არ ასრულებს, ეს მისი პრემიერობის პირველივე ვადაში გამოჩნდა: არჩევნებამდე ივანიშვილი ხალხს „უფასო ფულსა“ და 60 ქარხანას ჰპირდებოდა. დღესაც მიმართავს წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილი ხალხს, თუმცა ის კეთილდღეობას მოსახლეობას აღარც კი ჰპირდება: „ნაციონალებს გავაუქმებთო!“ – ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ბოლო დაპირება.
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/DAVID MDZINARISHVILI
2013 წელს ბიძინა ივანიშვილმა თავისი შემცვლელი თავადვე შეარჩია – 2013 წლის ნოემბრიდან 2015 წლის 30 დეკემბრამდე ქვეყნის პრემიერი იყო.
ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის პოსტი 2021 წლის 22 თებერვალსაც დაიკავა და 2024 წლის 29 იანვარს დატოვა. პოლიტიკის ანალიტიკოსებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ პრემიერის პოსტის დატოვება ს სურვილზე დამოკიდებული არ იყო. პრემიერად ინიშნებოდა თუ ათავისუფლებდნენ, ღარიბაშვილი ყველაზე ხშირად მადლობას საჯაროდ ბიძინა ივანიშვილს უხდიდა.
ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილის პირველი პრემიერობის დროს აღადგინა საქართველომ ფრენები რუსეთთან. ამ დროს დაიწყო საქართველოს მთავრობამ ყველაზე აქტიურად ანტიდასავლური რიტორიკის გამოყენება.
2025 წლის 22 ოქტომბერს კი სუს-მა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.
მანამდე, 17 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილის სახლი გაჩხრიკეს.
2015 წლის 30 დეკემბრიდან კი, როცა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველად დატოვა პრემიერის პოსტი, ეს თანამდებობა გიორგი კვირიკაშვილმა დაიკავა. გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერი 2018 წლის 30 ივნისამდე იყო.
პრემიერობის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა პოლიტიკურ ველს სრულად გაცლა ამჯობინა, თუმცა რუსულ კანონთან დაკავშირებით როცა დაიწყო პროტესტის მასობრივად გამოხატვა, კვირიკაშვილმა ფეისბუქში დაწერა, რომ „კანონპროექტის მიღება დამაზიანებელია საქართველოს იმიჯის და ევროინტეგრაციის გზისთვის“.
ფეისბუქით გიორგი კვირიკაშვილმა „ოცნების“ მთავრობას 2025 წლის 13 მაისსაც მიმართა და სინდისის პატიმრების გათავისუფლება მოითხოვა:
„გამოუშვით ეს ადამიანები! ამით მნიშვნელოვნად შეუწყობთ ხელს საზოგადოებაში დაძაბულობის განმუხტვას. დამიჯერეთ, მათი ციხეში ყოფნა, მათი და მათი ოჯახების ცხოვრების გაუბედურება არ უხარია საზოგადოების უდიდეს ნაწილს, მათ შორის, თქვენ წარმოიდგინეთ, თქვენი მომხრეების დიდ ნაწილსაც, რასაც პირდაპირ სავარაუდოდ არ გეუბნებიან…,“ – წერდა გიორგი კვირიკაშვილი.
გიორგი კვირიკაშვილი
2018 წლის ივლისიდან 2019 წლის სექტემბრამდე ანუ სულ რამდენიმე თვე საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე იყო. მისი მოსვლა და წასვლა ყველაზე უხმაურო გამოდგა.
მამუკა ბახტაძეს ფეისბუქგვერდზე ბოლოს 2023 წელს გამოეხმაურა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს: გილოცავთ კანდიდატის სტატუსსო!
მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძის დროს მოხდა, მაგალითად, სესხების ჩამოწერა 600 ათასი მოვალისთვის ფონდ „ქართუს“ ჩართულობით.
მამუკა ბახტაძე იყო პრემიერი, როცა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატი გავრილოვი ჩაჯდა და 20 ივნისის საპროტესტო აქცია დაარბიეს. ამ დარბევის დროს არაერთი ადამიანი დაშავდა.
„მიმაჩნია, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისთვის შევასრულე,“ – დაპოსტა ფეისბუქში მამუკა ბახტაძემ 2019 წლის სექტემბერში და ამ პოსტით აცნობა ქვეყანას პრემიერის პოსტის დატოვება.
მამუკა ბახტაძე ერთადერთი პრემიერია, რომელსაც „ოცნება“ არ დაპირისპირებია. როგორ აღმოჩნდა, მამუკა ბახტაძე ყოფილ პრემიერებს შორის გამონაკლისი? – ამ კითხვის დასმა თავად მამუკა ბახტაძისთვის გვინდოდა, მაგრამ მან „ბათუმელების“ სატელეფონო ზარი და შეტყობინება უპასუხოდ დატოვა.
2019 წლის 8 სექტემბრიდან 2021 წლის 18 თებერვლამდე საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია იყო. დღეს გიორგი გახარია პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერია და გერმანიაშია.
გიორგი გახარია
გიორგი გახარიას წასვლა „ოცნების“ პრემიებს შორის ყველაზე ხმაურიანი იყო – მან თანამდებობის დატოვება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ს დაკავებას დაუკავშირდა. „ოცნება“ წლების განმავლობაში გახარიას მოღალატედ მოიხსენიებს.
გიორგი გახარიას შემდეგ, 2021 წელს პრემიერი ხელახლა გახდა ირაკლი ღარიბაშვილი. 2024 წლის თებერვლიდან დღემდე კი, „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის პრემიერ-მინისტრი ა.
· რის მიხედვით და რა გათვლით არჩევს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრებს და შემდეგ როგორ აჭმევინებს ერთმანეთს? – შეკითხვა პოლიტიკოსს და თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელს, არმაზ ახვლედიანს დავუსვით, იგი 2013 წლის აპრილიდან ნოემბრამდე პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ხოლო 2014 წლის ივნისიდან 2015 წლის მარტამდე “ოცნების” კოალიციის პოლიტსაბჭოს მდივანი იყო.
არმაზ ახვლედიანი თანმიმდევრულად გვიყვება ივანიშვილის სვლების შესახებ:
„პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ დრო და კონტექსტი. 13 წლის წინ, ან თუნდაც 10 წლის წინ, ეს სხვაგვარად ხდებოდა და იმაზე იყო დამოკიდებული, რა ვითარება იყო ქვეყანაში.
2012-2013 წლებში საქართველოში იყო აშკარად ნაკლებად დემოკრატიული, სადღაც 2018-დან არადემოკრატიული, დღეს ანტიდემოკრატიული მმართველობაა. ამის მიხედვით განისაზღვრებოდა, ვინ ყოფილიყო ივანიშვილის მთავარი თანაშემწე, ანუ პრემიერ-მინისტრი. როცა 2013-ში იყო ღარიბაშვილი, მაშინ მას ჰქონდა მანდატი, რომ როგორც ივანიშვილი იტყოდა, ჭარბი ნდობის პირობებში, მას არაფერი გაეფუჭებინა.
შესაძლებელი იყო, რომ განსაზღვრულ სფეროებში, ივანიშვილის მითითებით, რაღაც ეკეთებინა კიდეც, მაგრამ არასდროს პრემიერ-მინისტრს, თუ არ ჩავთვლით ამჟამინდელს, არ ჰქონდა მანდატი, ეკონტროლებინა ე.წ. ძალოვანი სტრუქტურები.
როცა გიორგი კვირიკაშვილი დანიშნა, მაშინ ივანიშვილს სჭირდებოდა ახალი, თითქოს უფრო ლმობიერი და საზოგადოების ერთი ნაწილისთვის მისაღები სახე, ღარიბაშვილის უკვე გაცვეთილი პოლიტიკური ფიგურის ფონზე.
გიორგი ბახტაძის შემთხვევა კი, სრულიად განსხვავებულია: როგორც ჩანს, ის მაინც შეარჩიეს უფრო ოჯახის ინტერესების გათვალისწინებით. ერთი რამ უდავოა: არასდროს ივანიშვილი არ ხელმძღვანელობდა პოლიტიკის კანონზომიერებით, მით უმეტეს, სახელმწიფოებრივი ლოგიკით.
ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას უდგებოდა და ახლაც უდგება ისე, როგორც კორპორაციას, კომპანიას და ფიქრობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე იქნება, პრემიერ-მინისტრი, თუ მის მიერ განმწესებული პრეზიდენტი, ყველამ რაღაც ფუნქცია უნდა შეასრულოს „კორპორაციაში, რაც მის მიერაა დელეგირებული,“ – გვიყვება არმაზ ახვლედიანი.
პოლიტიკის ანალიტიკოსი განსაკუთრებულად გამოყოფს ირაკლი კობახიძის შემთხვევას:
ს ნიშნავენ ყველაზე კრიტიკულ მომენტში ივანიშვილისთვის, როდესაც საპროტესტო ტალღა ფაქტობრივად არ ჩერდება, როცა დასავლეთთან ურთიერთობა 2024 წლის თებერვლის დასაწყისში უკვე კრიტიკულ ნიშნულთანაა მისული.
ამ პირობებში ივანიშვილს სჭირდებოდა კობახიძის ტიპაჟი: ცივსისხლიანი, დაზუსტებით რომ იცის, კორუფციაში არ არის გარეული და ისიც იცის, რომ ხელი არ აუკანკალდება და გაილაშქრებს ნებისმიერზე – თანაგუნდელზე და სხვაზე.
ჩემი დაკვირვებით, ივანიშვილმა ვერ გათვალა, რომ მისივე შექმნილი ეს ფენომენი, სახელად , შეიძლება მასზე გამლაშქრებელიც აღმოჩენილიყო. მით უფრო მაშინ და იმ პირობებში, როდესაც მოსკოვს მოუწევდა გადაწყვეტილების მიღება: ვინ იქნებოდა გრძელვადიან პერსპექტივაში მისი სატელიტი და ინტერესების გამტარებელი, ასე ვთქვათ, მეფისნაცვალი საქართველოში,“ – ამბობს არმაზ ახვლედიანი.
არმაზ ახვლედიანი
· რატომ და ვინ გადაწყვტა რეალურად ირაკლი ღარიბაშვილის და მისი დაჯგუფების დასჯა? – ვკითხეთ პოლიტიკოსს და აქვე ირაკლი კობახიძის დღევანდელ ბრიფინგზე გავამახვილეთ ყურადღება: „ოცნების“ პრემიერი სიტუაციის ისე წარმოჩენას ცდილობს, რომ თითქოს მართლა ებრძვის კორუფციას და ამიტომაც, თანაგუნდელიც არ იქნება გამონაკლისი.
„პრემიერობამდე ირაკლი კობახიძე ყოველთვის იყო „ქართულ ოცნებაში“ მაღალ თანამდებობაზე, ის იყო პარლამენტის თავმჯდომარე, ამიტომაც, ვერავინ გაექცევა პასუხისმგებლობას წარსულზე, როცა ამ მასშტაბის კორუფციაზე ვსაუბრობთ,“ – ამბობს არმაზ ახვლედიანი.
„ეს არის სისტემის მამხილებელი, წარმოუდგენელი, უზარმაზარი შავი ლაქა. ყველა მეტ-ნაკლებად ნორმალურ მმართველობაში ასეთ დროს მმართველი პარტია დანიშნავდა ვადამდელ არჩევნებს. ეს იქნებოდა, ერთი მხრივ, საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდის ჟესტი და, მეორე მხრივ, კრიზისული სიტუაციის გადატვირთვის შესაძლებლობა…
ეს არის ჩამოყალიბებული კრიმინალური, მაფიოზური, რუსული სტილის რეჟიმი.
არ მიმაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გარშემო განვითარებული მოვლენები ბოლომდე ივანიშვილის თამაშია. ვფიქრობ, აქ უფრო ირაკლი კობახიძე აქტიურობს, რაც გასაგებიცაა. კობახიძემ გადაწყვიტა მოსკოვის მხარდაჭერით და ზურგით მოიპოვოს ძალაუფლება და სრულად ჩაიგდოს ხელში მართვის სადავეები. ამ გზაზე კი მას ესაჭიროება ძველი კლანის მოშორება,“ – მიიჩნევს არმაზ ახვლედიანი.
კობახიძეს სურს მოიშოროს ღარიბაშვილის კლანი? – ვეკითხებით არმაზ ახვლედიანს.
„არა მხოლოდ ღარიბაშვილის, იქ რამდენიმე სხვა ქვეკლანიცაა… ყველა წარმონაქმნი, მცირე თუ დიდი კლანი, პირდაპირ იყო მიბმული ივანიშვილზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ებრძვის რა კობახიძე დღეს ღარიბაშვილს, ლილუაშვილს, გომელაურს და სულ მალე კალაძეს, ამ ბრძოლით იგი ირიბად, მაგრამ მალე პირდაპირ დაუპირისპირდება თვით ივანიშვილს. ეს გარდაუვალია,“ – აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა „ბათუმელებთან“.
არმაზ ახვლედიანის დაკვირვებით, ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა ნანობს კიდეც, რომ არჩევანი ირაკლი კობახიძეზე გააკეთა, რომელიც „მოსკოვის მიერ არის სრულად მხარდაჭერილი და ივანიშვილის წესებით აღარ თამაშობს – მეტიც, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ივანიშვილმა მართლაც დაკარგოს გავლენები,“ – ამბობს არმაზ ახვლედიანი.
იგი იხსენებს, რომ თავის დროზე ირაკლი კობახიძემ თავისი პოლიტიკური გამჭრიახობით და პრაგმატულობით მოახერხა ივანიშვილის კარზე ნდობის მოპოვება და ამავდროულად, თანდათანობით ივანიშვილისთვის „საყრდენების გამოცლაც“.
„სხვა არაფერია გომელაურის და ლილუაშვილის ჩაჩოჩება და ივანიშვილის ჩუბინიძის ამარა დატოვება, თუ არა ივანიშვილისთვის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენის გამოცლა.
ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს რესურსი, რომ კობახიძეს წინააღმდეგობა გაუწიოს, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ეს რესურსი მას ეწურება.
თუ ვთქვათ, ხვალ პირობითად, ივანიშვილი მიმართავს საპარლამენტო უმრავლესობას, რომ კობახიძე შეიცვალოს სხვა პრემიერით, ეს შეიძლება მას აღარ გამოუვიდეს, იმიტომ, რომ დღეის მდგომარეობით არავინ იცის, ვის დაუჭერს ეს უმრავლესობა.
ველოდები, რომ უახლოეს ხანებში შეიძლება ფორმალურად ჩატარდეს „ოცნების“ მორიგი ყრილობა, რომელსაც ივანიშვილი არც კი დაესწრება, მას მხოლოდ წერილობით მიმართავს და იტყვის, რომ მისი წილი საქმე უკვე გააკეთა და ახლა მიდის. ეს უკვე იქნება წასვლა ნამდვილად და საბოლოოდ.
თუ ივანიშვილი დათანხმდება თამაშის წესს, მისთვის შეთავაზებულს, რომ სრულად ჩაჩოჩდეს და აღარანაირი გავლენა და ინტერესი აღარ ჰქონდეს პოლიტიკასა და ეკონომიკაზე, მაშინ შეიძლება მას ეპატიოს.
არ გამოვრიცხავ იმას, რომ ივანიშვილს რთული დღეები დაუდგეს. იმიტომ, რომ კობახიძე მარტო არ მოქმედებს.
კრემლმა ალბათ სათავისოდ სწორი გათვლა გააკეთა, როცა სწორედ ცივსისხლიანი და ფაქტობრივად არაფერი რომ არ აკავშირებს ემოციურად საქართველოსთან, ასეთი ადამიანი შეარჩია – მას კობახიძე ჰქვია,“ – აცხადებს არმაზ ახვლედიანი.
რა შეიცვლება „ოცნების“ რეჟიმისთვის, თუ ივანიშვილის გავლენა შესუსტდება, ან გაქრება?
„ადრე თუ გვიან ეს არაფორმალური მმართველობა დასრულდებოდა. ივანიშვილი არ არის უკვე ახალგაზრდა. ამიტომაც, კრემლში რა ხანია დაიწყეს ფიქრი მის შემცვლელზე.
არა მხოლოდ ასაკის გამოა. აქ კრემლის გათვლა: ში აგრესიული ომის ფონზე, დასავლეთთან არსებული წარმოუდგენელი ანტაგონიზმის, საკუთარ ქვეყანაში ასევე არნახული წინააღმდეგობების, ეკონომიკური თუ სხვა უზარმაზარი პრობლემების ფონზე, სამხრეთ კავკასიაში არსებული სრულიად ახალი გეოპოლიტიკური, ანტიკრემლისტური გარემოს გათვალისწინებით და სხვა ფაქტორების გამო, კრემლს სასიცოცხლოდ ესაჭიროება საქართველოში გარანტირებულად ერთგული, მისი ინტერესების გამტარებელი ვასალი.
ივანიშვილი ასეთად უკვე ვეღარ გამოდგება, ჩემი დაკვირვებით.
დღევანდელი გამოწვევების თუ ამოცანების ფონზე, მას ესაჭიროება სულ სხვა ტიპის მეფისნაცვალი საქართველოში. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ასეთად შერჩეულია კობახიძე და აი სწორედ ს ზურგით კობახიძე ივანიშვილს პირობებს წაუყენებს.
ივანიშვილისთვის პირობების წაყენება კი, სხვა არაფერია, თუ არა მიდგომა „ერთი ბარტყი ჩამომიგდე“ და გომელაური აღარ არის შინაგან საქმეთა მინისტრი, მეორე – ლილუაშვილი, იქ თორნიკე რიჟვაძე, ახლა კიდევ ღარიბაშვილი, რომელთან მიმართაც შეიძლება ივანიშვილს არც კი ჰქონდეს სენტიმენტები, მაგრამ ერთი რამ ხომ ყველასთვის ცხადია: თითოეული ეს კორუფციული, გაუგონარი მასშტაბის საქმე და ამბავი პირდაპირ მიდის ივანიშვილის კართან: ყველა კარგად ხვდება, რომ ეს ადამიანები ამდენი წლის განმავლობაში ასე ვერ ინავარდებდნენ…
ივანიშვილის გარეშე კი არა, მკრთალ პარალელს გავავლებ, სტალინის გარეშე საბჭოთა კავშირმა რამდენიმე ათეული წელი იარსება სუსტი ლიდერის, ხრუშჩოვის პირობებშიც კი. ამიტომაც, მოსკოვს და მის ადგილობრივ ემისრებს აქვთ იმის იმედი, რომ სისტემა, რომელიც ახლა მუშაობს, დამყარებული ძალადობაზე, ანტიდემოკრატიულ ბუნებაზე, რომელიც მოკავშირედ მხოლოდ მოსკოვს განიხილავს და დასავლეთი მისთვის ღია მტერია, სისტემაზე, რომელიც ძირშივე კლავს პროტესტს, რომელიც კანონს აღარ ცნობს და თუკი ჯერ კიდევ სადღაც კანონის ენით გველაპარაკება, ყველა კანონი უსამართლოა და ანტიჰუმანური.
შესაბამისად, ამ პირობებში იქ, კრემლში და აქ, მის ემისრებს მიაჩნიათ, რომ შეძლებენ ჩანაფიქრის განხორციელებას და ფრთებს შეასხამენ შავ-ბნელ პროექტს სახელად – „არშემდგარი ქართული სახელმწიფო“.
ახლა ამ ტრაგიკული განაჩენისგან საქართველის არიდება და გადარჩენა შეგნებული, გაბედული, პატრიოტი, დემოკრატიულად მოაზროვნე მოქალაქეების ხელშია,“ – გვითხრა არმაზ ახვლედიანმა.
batumelebi.netgazeti.ge